Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2012-10-09
სკოლა-პანსიონში ჩატარდა ღია კომპიუტერული, ინტეგრირებული გაკვეთილი

2012 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის IIIა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის IIIბ კლასებში ჩატარდა ერთობლივი კომპიუტერული, ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ქართულ ენაში (პედაგოგები ეკა ხეჩუაშვილი და ქეთევან გაგოშიძე და ი.ს.ტ_ის მასწავლებელი ირაკლი კუპატაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-10-09
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები „თბილისობის“ ზეიმს შეუერთდენ

2012 წლის 6 ოქტომბერს „თბილისობის“ ზეიმს შეუერთდენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე-თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ის მოსწავლეები, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და ჩამოსულნი არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ძირითადად კი მაღალმთიანი აჭარიდან.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-10-09
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მსვლელობა მახათას მთაზე

9 ოტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას საქართველოში, რომელიც 1989 წელს ჩამოაბრძანეს ათონის მთიდან.
სრულიად საქართველოს ამ დღესასწაულს შეუერთდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის პედაგოგები და მოსწავლეები. ისინი სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, გაემართნენ მახათას მთისკენ, სადაც მიმდინარე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის მშენებლობას.

დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-24
სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა მარტყოფის ღვთაება მოილოცეს

21 სექტემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ტბელ-აბუსერისძის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. წირვა-ლოცვას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები, რომლებიც წირვის შემდეგ, დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძის თაოსნობით გაემართნენ მარტყოფის ღვთაების მოსალოცად.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-19
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები-მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, ახალ 2012-2013 სასწავლო წელსაც გრძელდება პროექტი" ჩვენ ვმეგობრობთ თეატრთან" . 19 სექტემბერს მოსწავლეები დაესწრნენ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს "ქეთევანი" (ოთარ ჩხეიძე, ტრაგედია ორ მოქმედებად).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-17
სკოლა-პანსიონში დაიწყო ახალი 2012-2013 სასწავლო წელი

2012 წლის 17 სექტემბერს ისევე, როგორც საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო ახალი, 2012-2013 სასწავლო წელი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-11
სკოლა-პანსიონში გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა

2012 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული სხდომა
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-07
სკოლა-პანსიონში საგნობრივი კათედრების სხდომები გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 6-7 სექტემბერს გაიმართა ახალი, 2012-2013 სასწავლო წლის პირველი, საგნობრივი კათედრების სხდომები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-04
სკოლა-პანსიონის პედაგოგთა აღიარება

დასრულდა 2012 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელშიც ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები ღებულობდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონში პედაგოგთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი პროფესიონალიზმია. ეს ჩვენმა პედაგოგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და გაგვახარეს თავიანთი წარმატებებით მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-09-04
სკოლა-პანსიონი ემზადება ახალი სასწავლო წლის შესახვედრად

2012 წლის პირველი სექტემბრიდან, საზაფხულო შვებულებების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სრული დატვირთვით შეუდგა ახალი სასწავლო წლისათვის მზადებას.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-08-01
სკოლა-პანსიონის წარჩინებული მოსწავლეები ქობულეთის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

2012 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარჩინებული მოსწავლეები ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის მიწვევით ეპარქიის საზაფხულო ბანაკ "სამშობლოში" გაემგზავრნენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-07-13
სკოლა-პანსიონში გაიმართა პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული სხდომა.

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 2012 წლის 12 ივლისს გაიმართა პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული სხდომა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-07-09
სკოლა-პანსიონში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 80-მდე მოსწავლე (ძირითადად მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან) სარგებლობს პანსიონური მომსახურეობით. ისინი ამჟამად საზაფხულო არდადეგებს თავიანთ ოჯახებში ატარებენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-07-09
სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა ავჭალაში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღე, სრულიად საქართველოს მრევლთან ერთად იზეიმეს

2012 წლის 7 ივლისს (წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები და თანამშრომლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლთან ერთად, საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, რომელიც აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გაემართნენ ავჭალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრისაკენ, რათა სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლთან ერთად აღენიშნათ იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-07-06
სკოლა-პანსიონის მე-2ბ კლასის მოსწავლეების წარმატება მათემატიკურ ოლიმპიადაში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადაბში (დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე).
გაგვახარა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-2ბ კლასის (პედაგოგი: ქეთევან გაგოშიძე) მოსწავლეთა კიდევ ერთმა წარმატებამ მათემატუკურ ოლიმპიადაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-07-02
სკოლა-პანსიონის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „არსიანი“ - ფოლკლორულ საღამოზე - „...აპირებს გათენებასა“

2012 წლის 30 ივნისს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა ფოლკლორულ საღამოს - ....“აპირებს გათენებასა“, რომელშიც სხვა ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდა ჩვენი სკოლა-პანსიონის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი - „არსიანი“ (ხელმძღვანელი: დალი დაბრუნდაშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-27
სკოლა-პანსიონში მიმდინარეობს მისაღებ მოსწავლეთა გასაუბრება-გამოცდები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ახალ სასწავლო წელს სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით ბევრმა მოსწავლემ და მათმა მშობელმა მოაკითხა.
2012 წლის 26 ივნისს, სკოლა-პანსიონში ჩატარდა მე-2 - მე-4 კლასელ მოსწავლეებთან გასაუბრება, მე-5 - მე-11 კლასელ მოსწავლეებთან კი ტესტური გამოცდები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-27
სკოლა-პანსიონს ხელვაჩაურელი მოსწავლეები ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი გულთბილად მასპინძლობს სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ზემომთიანი აჭარიდან.
ამ დღეებში სკოლა-პანსიონს ეწვია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი (პედაგოგები: ლეილა ლორთქიფანიძე, ცირა ქობულაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-25
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა შემოქმედებითი ანგარიში საქართველოს პატრიარქს ,ილია მეორეს

2012 წლის 24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, მისი უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორის ესტუმრნენ დამის წინაშე შემოქმედებითი ანგარიშით წარსდგნენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-25
სკოლა-პანსიონის მე-8 კლასის მოსწავლეები ექსკურიაზე კახეთში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-8, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასმა მოაწყო ექსკურსია მარშრუტით - წინანდალი, ალავერდი, იყალთო (კლასის დამრიგებელი ნინო ჯორბენაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-25
სკოლა-პანსიონის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს

2012 წლის 22 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ნინოს სახელობის მე-4ა კლასის (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-24
სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეები მამა მირიანმა ბეთანიაში ექსკურსიით დააჯილდოვა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის მე-10 კლასის (დამრიგებელი ზურაბ გოგოლაძე) მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს წიგნის კვირეულის ფარგლებში გამართულ აქციაში: „ჩემი საჩუქარი სკოლის ბიბლიოთეკას“ და მთელს სკოლაში ყველაზე დიდი ოდენობით წიგნები შეაგროვეს. გამარჯვებული კლასი სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ექსკურსიით დააჯილდოვა ბეთანიაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-21
სკოლა-პანსიონში ჩატარდა ფორტეპიანოს და ვიოლინოს კლასის მოსწავლეთა გამოცდები

2012 წლის 20 ივნისს, საქართველოს საპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა ფორტეპიანოს და ვიოლინოს კლასების მოსწავლეთათვის წლის დამამთავრებელი გამოცდები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-21
სკოლა-პანსიონში მოეწყო შეხვედრა ქალბატონ შუშანა ფუტკარაძესთან

საქართველოს საპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში პერიოდულად ეწყობა შეხვედრები ცნობილ და ღვაწლმოსილ პიროვნებებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც ქართულ, ეროვნულ საქმეს ემსახურებიან.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა 2012 წლის 21 ივნისს. ეს გახლდათ შეხვედრა მუჰაჯირი ქართველების მეტყველების გამორჩეულ მკვლევართან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-06-21
სკოლა-პანსიონში ჩატარდა მშობელთა გაერთიანებული კრება

2012 წლის 20 ივნისს, საქართველოს საპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა გაერთიანებული მშობელთა კრება. მშობელთა კრებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექცია.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნინო სეთურიძე






























შემოსვლები
სულ: 619325 
დღეს: 80 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.