მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2013-02-01
სკოლა-პანსიონმა წმიდა მეფე თამარის ხსენების დღე განსაკუთრებით აღნიშნა

31 იანვარს, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო და განსაკუთრებით ქართული ეკლესია იხსენებს კეთილმორწმუნე თამარ მეფის მიცვალების დღეს. წელს 800 წელი შესრულდა წმიდა თამარის გარდაცვალებიდან. წმიდანის ხსოვნას ჩვენი სკოლა-პანსიონი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, რადგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, უწმიდესდის და უნეტარესის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენი სკოლა-პანსიონი თამარის სახელს ატარებს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-01-30
სკოლა-პანსიონის მეხუთეკლასელებმა წმიდა ნინოს ტაძარი მოილოცეს

29 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ნინოს სახელობის მე-5ა კლასის (დამრიგებელი მაკა გოგუაძე) მოსწავლეებმა სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს ქალაქ თბილისში მდებარე წმიდა ნინოს და წმიდათა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძარი.
27 იანვარს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-01-30
სკოლა-პანსიონში გრძელდება მოსწავლეთა აღიარებები

30 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, პარაკლისის დასრულების შემდეგ, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მათემატიკურ ოლიმპიადა ევერესტში მიღწეული წარმატებისათვის სიგელი გადასცა ლუკა ხოხიაშვილს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-01-28
სკოლა-პანსიონის მეორეკლასელმა მოსწავლეებმა სიწმიდეები მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ყველა კლასი სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით წმიდანის სახელს ატარებს. მოსწვლეები განსაკუთრებით სწავლობენ თავიანთი მფარველი წმიდანების ცხოვრებას და მოღვაწეობას. ხშირად სტუმრობენ მათი სახელობის ეკლესია-მონასტრებს. ამ მიზნით, 25 იანვარს, წმიდა აბო თბილელის სახელობის მე-2ა (დამრიგებელი გუგული ზოიძე) და წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის მე-2ბ კლასის (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პედაგოგ სოსო აფაქიძესთან და გალობის პედაგოგ ლელა ხომასურიძესთან ერთად სიწმიდეები მოლოცვეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-01-28
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა აღიარება კონკურსზე - „ჩემო კარგო ქვეყანავ“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სისტემატურად ღებულობენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ვიქტორინებში მონაწილეობას. სკოლა-პანსიონში მრავლად სწავლობენ ხელოვნების, კერძოდ მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები. მათთვის ფუნქციონირებს ფერწერის წრე (პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი), სკოლა-პანსიონის დირექცია ყველანაირად ხელს უწყობს მათი ნიჭისა და უნარის განვითარებას.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-01-21
სკოლა-პანსიონის თანამშრომლები და მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ საზეიმო წირვა აღავლინა ტაძრის მრველთან და სკოლა-პანსიონის თანამშრომლებთან ერთად.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-29
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება „დიდაქტიკის“ კონკურსზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსებში.
სგანმანათლებლო პროგრამა „დიდაქტიკა“ მრავალ საინტერესო კონკურსს ატარებს. ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში ფინალურ მე-3 ეტაპზე გადავიდნენ:
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-29
სკოლა-პანსიონში გაერთიანებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა

2012 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა გაერთიანებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
პედაგოგიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, პედსაბჭოს მდივანი, პედაგოგი, ირაკლი გულედანი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-27
საშობაო-საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი საღამო მეთეთმეტე კლასელებს დაეთმო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში საშობაო-საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი საღამო ჩვენმა უფროსკლასელებმა, წმიდა ქეთევანის სახელობის მე-11ა (დამრიგებელი, ზურაბ გოგოლაძე) და წმიდა არჩილ და ლუარსაბის სახელობის მე-11ბ კლასის (დამრიგებელი, ნანა ანთაძე) მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს. ლამაზად, საშობაო-საახალწლოდ მორთულ დარბაზში შეიკრიბნენ პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ალამაზებდა ისიც, რომ მას ესწრებოდა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-27
„გილოცავ, გილოცავ, ახალ წელს გილოცავ...“ - სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

25 დეკემბერს სრულიად საქართველო აღნიშნავდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე წლისთავს და ყველა კლასი, რომელიც ამ დღეს ატარებდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა. პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა ხომ უახლოესია ჩვენთვის. მასთან ურთიერთობა, მისი ლოცვა-კურთხევა დიდი პატივი და მადლია ჩვენი მოსწავლეებისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-26
სკოლა-პანსიონში მოეწყო გამოფენა - „თექამდელი თექა“

„თექამდელი თექა“ - ასე ერქვა იმ გამოფენას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მოეწყო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადები 80 წლისთავს მიეძღვნა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-26
მერვეკლასელთა საშობაო-საახალწლო ღონისძიება სკოლა-პანსიონში

24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე მხიარული, ინტელექტუალური საღამო წარმოგვიდგინეს წმიდა გიორგის სახელობის მე-8ა (დამრიგებელი, მაყვალა ანთაძე) და წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის მე-8ბ კლასის (დამრიგებელი, მაია ნამორაძე) მოსწავლეებმა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-26
„მრავალჟამიერ, ჩემო ქვეყანავ...!“ - სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

დატვირთული იყო 24 დეკემბერის საშობაო-საახალწლო ღონისძიებების განრიგი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში. თითქმის ყველა კლასმა წარმოადგინა განსხვავებული სახის, განსხვავებული ჟანრის ღონისძიება. თითოეულ მათგანს კი ერთი ხაზი აერთიანებდა. ეს გახლდათ, საშობაო-საახალწლო სიხარულის გაზიარება.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-25
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ნორჩ მხატვართა გამოფენა სკოლა-პანსიონში

2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, გაიმართა ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-24
სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 21 დეკემბერს გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. ზეიმები გაიმართა საახალწლოდ მორთულ სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში, სადაც შეიკრიბნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და მოსწავლეები.სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-20
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საშობაო-საახალწლო კონცერტი სკოლა-პანსიონში

19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა ხელოვნების მიმართულების მოსწავლეთა კონცერტი, რომელიც შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადები 80 წლისთავს მიეძღვნა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-20
სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. შობა-ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად გაიმართება საახალწლო კარნავალები და ზეიმები სკოლა-პანსიონში.
18 დეკემბერს, ლამაზად მორთულ-მოკაზმულ ლიტერტურულ კაფეში წმიდა ბარბარეს სახელობის VIა კლასის (დამრიგებელი, ფატი მუშკუდიანი) მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-20
სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

20 დეკემბერს, საშობაო-საახალწლო ღონისძიებები კვლავ გაგრძელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში. ამჯერად ზეიმი წმიდა ანტონ მარტყოფელის Iგ კლასის (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) და წმიდა აბო თბილელის IIა (დამრიგებელი გუგული ზოიძე) კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-18
სკოლა-პანსიონში დაიწყო შემაჯამებელი ტესტური გამოკითხვა

18 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება დამატებითი სავალდებულო შემაჯამებელი ტესტური გამოკითხვა II-XI კლასებში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-13
სკოლა-პანსიონში გაგრძელდა „მხიარული სტარტები“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. 12 დეკემბერს, შეჯიბრი გაიმართა წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-3ა კლასის (დამრიგებელი ეკატერინე ხეჩუაშვილი) და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-3ბ კლასის (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) მოსწავლეებს შორის.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-12
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები - სტუმრად წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

2012 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, ურთიერთგაცნობის და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-12
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ, სასკოლო ტურში (ნოემბერი - 2012 წელი), სადაც მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებას მიაღწია და გადავიდა შემდგომ, მეორე ეტაპზე.

დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-11
სკოლა-პანსიონში დაიწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი თამაში „მხიარული სტარტების“ პირველი ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტების“ პირველი ეტაპი. წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-4ა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) კლასებს შორის.
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-07
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სტუმრად „IB Dent“-ში

2012 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-3ა (დამრიგებელი: ეკა ხეჩუაშვილი), წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობის მე-3ბ (დამრიგებელი:ქეთევან გაგოშიძე) და წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ (დამრიგებელი: ნინო ტაბატაძე) კლასის მოსწავლეები სტუმრად მიიწვია სტომატოლოგიურმა კლინიკამ „IB Dent“ -მა (ხელმძღვანელი, ირინა ბერკაცაშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2012-12-05
სკოლა-პანსიონს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეწვია

5 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს სტუმრად ეწვია, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დავით ბაციკაძე.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31






























შემოსვლები
სულ: 788254 
დღეს: 95 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.