მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2013-03-25
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის საღამოზე

2013 წლის 22 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები თბილისის მოსწავლეთა სასახლეში დაესწრნენ გოდერძი ჩოხელის ლიტერატურულ საღამოს „აპირებს გათენებასა“, რომელიც რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა (სცენარის ავტორი იზა ვეფხვაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-19
სკოლა-პანსიონის მესამეკლასელები თეატრში სპექტაკლზე - „წუნა და წრუწუნა“

2013 წლის 13 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მესამე კლასის მოსწავლეები პროექტის „ჩვენ ვმეგობრობთ თეატრთან“ ფარგლებში ართ ჰოლში დაესწრნენ საბავშო სპექტაკლს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-18
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენაზე - „ტრადიციების გაცოცხლება“

2013 წლია 12 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექცია , პედაგოგები და მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, რომლის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ეგიდით - „ტრადიციების გაცოცხლება“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-15
სკოლა-პანსიონში გაიმართა მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო

2013 წლის 12 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-15
სკოლა-პანსიონის მესამეკლასელები ეროვნულ გალერეას და ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ

2013 წლის 12 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ კლასის (დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეას და ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-05
სკოლა-პანსიონში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი მეხუთეკლასელთა შორის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსების საგაზაფხულო სეზონი. 1 მარტს, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეჯიბრი წმიდა ნინოს სახელობის მე-5ა (დამრიგებელი მაკა გოგუაძე) და წმიდა მირიან და ნანას სახელობის მე-5ბ (დამრიგებელი ნათია მიქელაძე) კლასების გუნდებს: „ოპიზას“, „იშხანს“ და „ოშკს“ შორის.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-05
სკოლა-პანსიონში გაგრძელდა ინტელექტუალური კონკურსი მეექვსეკლასელთა შორის

4 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსების საგაზაფხულო სეზონი, რომელშიც მონაწილეობდნენ წმიდა ბარბარეს სახელობის მე-6ა (დამრიგებელი ფატი მუშკუდიანი) და წმიდა ილია მართლის სახელობის მე-6ბ კლასის (დამრიგებელი ლაშა ნემსაძე) მოსწავლეები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-05
სკოლა-პანსიონში გაიმართა დიდი ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი კონკურსი

2013 წლის 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტებისა და ბლოგების სასკოლო კონკურსი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-04
სკოლა-პანსიონს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ

2013 წლის 1 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სტუმრობდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს გენერალური დირექტორი, გიორგი ჯავახიშვილი სააგენტოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-04
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას სტუმრობდა

2013 წლის 2-3 მარტს, საპატრიაქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, წმიდა სამების საკათედრო ტაძრში, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა (თექა, ხის მხატვრული დამუშავება, ფერწერა, ტიხრული მინანქარი), რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-03-04
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ლურჯი მონასტერი მოილოცეს

28 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ კლასის (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა მოილოცეს თავიანთი წმიდანის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტერი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-27
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მოილოცეს წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება სიწმინდეების მოლოცვა. მამა მირიანის მიზანია, სკოლა-პანსიონის თითოეული მოსწავლე, მართლმადიდებელი მრევლი ქართულ სიწმინდეებს ეზიაროს, რაც ხელს შეუწყობს მათი სულიერების ამაღლებასა და რწმენაში განმტკიცებას.
ამჯერად წმიდა გროგოლ ხანძთელის სახელობის მე-11ა კლასის (დარიგებელი ნინო ჯორბენაძე) მოსწავლეებმა მოილოცეს თბილისში, საირმის გორაზე მდებარე წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი,
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-25
სკოლა-პანსიონში დასრულდა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია

22 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დასრულდა მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-22
სკოლა-პანსიონში გრძელდება 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია

21 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაგრძელდა მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია. საკონფერენციო ნაშრომები წარმოადგინეს მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელშიც გართიანებული იყო ნორჩ შემოქმედთა და ჟურნალისტიკის სექციები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-21
სკოლა-პანსიონში გრძელდება 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით 20 თებერვალს სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-20
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დაიხურა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 11 თებერვალს გაიხსნა და დამთვალიერებელთა თხოვნით 19 თებერვლამდე გაგრძელდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიოფო ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-19
სკოლა-პანსიონში დაიწყო 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით 19-22 თებერვალს სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში ტარდება მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი სასკოლო კონფერენცია.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-18
სკოლა-პანსიონს სამთავროს მონასტრის დედები ესტუმრნენ

საქართელოს საპატირიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ხშირად სტუმრობენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, მღვდელთმთავრები. მათი სტუმრობა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისათვის ყოველთვის დიდ მადლს და სიხარულს იწვევს. ამჯერად სკოლა-პანსიონს სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იეღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით სტუმრობდნენ დედები: დედა მართა და დედა ბარბარე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-18
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტკლუბ „ლიბრას“ კონკურსზე

საქართელოს საპატირიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა გუნდმა მე-მე-9ა კლასის მოსწავლის, თამარ სამხარაძის, და მე-11ა კლასის მოსწავლის, თეონა მუმლაძის შემადგენლობით წარმატებით იასპარეზა საქართელოს ახალგაზრდული ინტელექტკლუბის, „ლიბრას“ მიერ ორგანიზებულ კონკურსის პირველ ეტაპზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-15
სკოლა-პანსიონის მეათეკლასელებმა კრწანისის სიწმიდეები მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კუთხევით გრძელდება ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. 14 თებერვალს, წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე-10ა (დამრიგებელი ლელა ჯანაშვილი) და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მე-10ბ კლასის (დამრიგებელი თამარ მიქავა) მოსწავლეებმა მოილოცეს კრწანისის სამონასტრო კომპლექსი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-13
გრძელდება სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამჲშევრების გამოფენა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიოფო ცენტრში გრძელდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-13
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის“ კონკურსზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა წარმატებით გამოვიდნენ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის“ მიერ ორგანიზებულ ქართულის ოლიმპიადაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-12
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-12
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება ვიქტორინა-კონკურსზე - „თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინა კონკურსში „თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-02-08
სკოლა-პანსიონში წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

8 თებერვალს, წმიდა დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს მართლმადიდებელი სამყარო განსაკუთრებით ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში სკოლა-პანსიონის თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მრევლთან ერთად საზეიმო წირვა აღასრულა.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31






























შემოსვლები
სულ: 789956 
დღეს: 344 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.