Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2013-12-20
ტრადიციული საშობაო გასეირნება თბილისში

პირველი სემესტრის დასასრულს, გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედადავდ, პანსიონური მომსახურეობის მქონე ბავშვები ღამის თბილისში გაასეირნა ფოფოდია ნანამ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-20
ხელოვნების მიმართულების საანგარიშო კონცერტი სკოლა-პანსიონში

20 დეკემბერს, ტრადიციულად, საანგარიშიკონცერტი გამართა ხელოვნების მიმართულების სწავლებამ (ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი). მოსწავლეებმა სრულიად ახალი რეპერტუარი წარმოგვიდგინეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-20
საშობაო-საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

სკოლა-პანსიონში კვლავ გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. დღეს წარმოადგინეს შემდეგმა კლასებმა: მე-2ა კლასი (დამრიგებელი, თინათინ ბლიაძე), მე-2ბ კლასი (დამრიგებელი, ირმა შაინიძე), მე-8ა კლასი (დამრიგებელი, იოსებ აფაქიძე), მე-8ბ კლასი (დამრიგებელი, შორენა ოქრიაშვილი), მე-11ა და მე-11ბ კლასები (დამრიგებლები, ლელა ჯანაშვილი და თამარ მიქავა).
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-19
სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

2013 წლის 19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები, ამჯერად შობა-ახალი წელი დამსწრეთ მე-9ა კლასის (ხელმძღვანელი,მაყვალა ანთაძე) მოსწავლეებმა მიულოცეს.

დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-19
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით საღამოზე

2013 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობისსკოლა-პანსიონის (დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე) მოსწავლეები,რომლებიც სარგებლობენ სადღეღამისო პანსიონური მომსახურეობით მიიწვიეს მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა “ივერიის“ და ლიტერატურული სალონი “ჟურნალისტის“ მიერ ორგანიზებულ საღამოზე, რომელიც მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის უჩვეულო და ლამაზი სულის შემოქმედებას.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-18
სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

2013 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში,სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ტრადიციული საშობა-საახალწლო ღონისძიებები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-17
„ბარბარობა“ სკოლა-პანსიონში

17 დეკემბერს, წმიდა ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ სადღეღამისო პანსიონური მომსახურეობით პედაგოგები და მშობლები ღონისძიებაზე: „ერთ ნაჭერ ლობიანის კვერსა და ჭიქა ჩაიზე“ მიიწვიეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-16
სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ანდრია მოციქულის ტაძარი მოილოცეს

13 დეკემბერს, წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლმა და სკოლა-პანსიონის თანამშრომლებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის და ტაძრის წინამძღოლის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს ვაზიანსა და მუხროვანში ახლად აგებული წმიდა ანდრიას სახელობის ტაძრები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-12
სკოლა-პანსიონში გრძელდება პროექტი: “მოგზაურობა წიგნის სამყაროში"

2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება პროექტი: “მოგზაურობა წიგნის სამყაროში“. ამჟამად, კვლავ მოეწყო გამომცემლობა „პალიტრა ლ“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-12
სკოლა-პანსიონმა დამხმარე, მეთოდური ლიტერატურა შეიძინა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი,დეკანოზი მირიან სამხარაძე სისტემატურად ზრუნავს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ამჟამად სკოლა-პანსიონის დირექციამ პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის შეიძინა დამხმარე, მეთოდური ლიტერატურა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-11
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურისათვის ემზადებიან

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში (დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე) ჩატარდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი სასკოლო ტური. წლევანდელი ოლიმპიადა მოსწავლეთა განსაკუთრებული დაინტერესებით და აქტიურობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეთა უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი სასკოლო ტურს, გადალახა დებულებით გათვალისწინებული ქულათა 60% ბარიერი და მოიპოვა მეორე ტურში მონაწილეობის უფლება.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-10
სკოლა-პანსიონს „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდმა პირველადი დახმარების მედიკამენტები გადასცა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის (დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე) მოსწავლეებს შორის 150-მდე მოსწავლე, სრულიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სარგებლობს სადღეღამისო პანსიონური მომსხურეობით. საქართველოს საპატრიარქო დღენიადაგ ზრუნავს მუსულმანი და ქრისტიანი აღმსარებლობის მქონე ბავშვების აღზრდასა და ჯანმრთელობაზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-06
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა "დიდაქტიკისა" და "ევერესტის" ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მიიღეს „დიდაქტიკისა“ და “ევერესტის“ მიერ ორგანიზებულ საგნობრივ (მათემატიკა,ქართული ენა და ლიტერატურა,ინგლისური ენა) ოლიმპიადებში და დასკვნით, ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-05
სკოლა-პანსიონის მეოთხეკლასელები სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დიმიტრი თავდადებულის სახელობის მე-4გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი, ნინო ტაბატაძე), სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, 2013 წლის 4 დეკემბერს, ეწვივნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს და დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-04
სკოლა-პანსიონის მე-5ა კლასის მოსწავლეებმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სავანე მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-5ა კალასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი, სალომე ავალიშვილი), სკოა-პასნიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს თავიანთი კლასისი მფარველი წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სავანე დიღომში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-12-02
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქველმოქმედო საღამოს შეუერთდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით სისტემატურად ღებულობენ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას. ამჯერად, 2013 წლის 29 ნოემბერს, შეუერთდნენ „ანდრია ბერიას სახელობის ფონდის“ და კერძოდ, გურამ თავართქილაძის უნივერსისტეტის თვითმმართველობის ინიციატივით გამართულ კონცერტს თბილისის „ართ-ჰოლში“, რომელიც ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გაიმართა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-27
სკოლა-პანსიონის მე-5 კლასელები კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ

2013 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-5ბ კლასის (დამრიგებელი ლელა ხომასურიძე) მოსწავლეები სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-18
სკოლა-პანსიონში გაგრძელდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სასკოლო ტური

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პასნიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შიდა სასკოლო ტური.
16-17 ნოემბერს, სასწავლო ოლიმპიადები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და ქიმიაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-13
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ასი ათასი მოწამის პარაკლისს დაესწრნენ

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, თანამშრომლები და წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით დაესწრო მეტეხის ხიდთან გამართულ პარაკლისს, რომელიც ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აღავლინა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-12
სკოლა-პანსიონის ცხრა მოსწავლე სამების საკათედრო ტაძარში მოინათლა

2013 წლის 11 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთევით საყოველთაო ნათლობა გაიმართა, სადაც მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და საპატრიარქოს მუსულმან ქართველებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ნანა ანთაძე. ამ დღეს ჩვენი სკოლა-პანსიონის ცხრა მოსწავლემ იღო ნათელი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-09
სკოლა-პანსიონში დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სასკოლო ტური

9 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სასკოლო ტური.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-08
სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის მოსწავლეები სპექტაკლზე - „თანმდევი სული“

2013 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის წმიდა წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე-11ა (დამრიგებელი: ლელა ჯანაშვილი) და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მე-11ბ (დამრიგებელი: თამარ მიქავა) კლასის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მიიწვიეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, სადაც ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით: „თანმდევი სული“ (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.)
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-04
სკოლა-პანსიონის პირველი კლასის მოსწავლეებმა მცხეთის სიწმიდეები მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა ნინოს სახელობის პირველი კალსის (დამრიგებელი, მაია ხორბალაძე) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით, მოილოცეს საქართველოს ძირძველი ქალაქის, მცხეთის სიწმიდეები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-04
სკოლა-პანსიონის მე-4 კლასის მოსწავლეები თბილისის დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-4ა (დამრიგებელი, ეკატერინე ხეჩუაშვილი), წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-4ბ (დამრიგებელი, ქეთევან გაგოშიძე), წმიდა დიმიტრი თავდადებულის სახელობის მე-4გ კლასის (დამრიგებელი, ნინო ტაბაატძე) მოსწავლეები, სკოლა-პასნიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე თბილისის დენდროლოგიურ პარკსა და „გარდენია შევარდნაძის“ დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობაში.

დაწვრილებით || Share on Facebook

2013-11-01
სკოალა-პანსიონში ტრადიციული შემოდგომის ზეიმი გაიმართა

2013 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი: „შემოდგომაა მთებს და ჭალებზე, გადაუვლიათ ფოთლებს ნაირფერს“, რომელიც მიეძღვნა წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის 800 წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლუკა იასაღაშვილი
- ვალერი სიხუაშვილი
- ლუკა გოშაძე






























შემოსვლები
სულ: 604265 
დღეს: 238 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.