Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2014-03-13
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 2014 წლის 13 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონსა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-10
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები წმიდა მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან

ქართველი ერის სულიერ ზეიმს ჩვენი სკოლა-პანსიონიც უერთდება. ხშირია შემთხვევები, როცა მშობელს არ შეუძლია თავისი შვილი მიიყვანოს სიწმიდეების მოსალოცად. ჩვენი სკოლა-პანსიონი ამ მხირვაც გამორჩეულია. ყველა სახალხო ზეიმს, ეს იქნება ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, შობის დღესასწაული თუ სხვა, რაც საქართველოს საპატრიარქოსგან დაიგეგმა და აღინიშნა, თანამონაწილე და თანამოზიარეა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-07
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

კვირეულის დასკვნით ნაწილში სკოლა-პანსიონის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატვით წარმოადგინეს ძალიან სასიამოვნო ღონისძიება დედაზე: „შენ მყავხარ და უფალი“, რითაც დასრულდა დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-05
სკოლა-პანსიონში გაიმართა ღონისძიება - „ერთი კოკორი მომეცი დედიკოსათვის მინდა“

გრძელდება სკოლა-პანსიონში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: ამჯერად მე-4ა, მე-4ბ და მე-4გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საღამო სახელწოდებით - „ერთი კოკორი მომეცი დედიკოსათვის მინდა“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-05
დედის დღე გაგრძელდა - „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“...

მე-2გ კლასის მოსწავლეებმა დედის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თავიანთ საკლასო ოთახში წარმოადგინეს ღია გაკვეთილი (ხელმძღვანელი, ქეთევან მოსულიშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-04
სკოლა-პანსიონის სახვითი ხელოვნების სტუდიის მოსწავლეებმა ნამუშევრები წარმოადგინეს

სკოლა-პანსიონის ფოიეში დედის დღისადმი მიძღვნილი ნახატები წარმოადგინეს სახვითი ხელოვნების სტუდიის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი, გაიოზ ზანდარაშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-03-04
დედისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

დედაღვთისა, დედასამშობლო, დედა ენა, დედაკაცი ... ქართულ ენაში ყველა ზნესრული და ზეამაღლებული სიტყვა ხომ დედას უკავშირდება. სწორედ ამ ერთი და მრავლისმთქმელი, ყველასათვის საყვარელ დედას მიუძღვნეს Iბ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ღია გაკვეთილი: „შენ მაჩუქე მზე და მთავრე“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-28
მოსწავლეთა წარმატებამ ოლიმპიადაში სკოლა-პანსიონს მადლობის სიგელი მოუტანა

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებსა და ოლიმპიადებში. კარგ შედეგებზეც გადიან.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-27
ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, 25 თებერვალს, სკოლა-პანსიონში გაგრძელდა „ოკუპაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-27
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩემპიონი გამოვლინდა

როგორც ვიუწყებოდით, სკოლა-პანსიონში მიმდინარეობს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში დაწყებითი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჭადრაკის მიმდევართა რიცხვი ამ ჩემპიონატმა საგრძნობლად გაზარდა. უფროსებს ტოლს არ უდებდნენ პატარები. საყოველთაო აღტაცება გამოიწვია Iა კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ყარაულაშვილის გამარჯვებამ. მან წარმატებით გაიარა თამაშის ყველა ეტაპი და ღირსეული გამრჯვება მოიპოვა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-27
ტრადიციული გამოფენა-გაყიდავა სკოლა-პანსიონში

ამჯერად სკოლა-პანსიონს სტუმრობდა გამომცემლობა „შემეცნება“, რომელმაც საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურა შესთავაზა წიგნის მოყვარულთ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-27
წმიდა მამის წმიდა ნაწილები სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა მოილოცეს

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და თანხლებით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში წმიდა მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები მოილოცეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-24
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და თანამშრომლები იუნკერების მემორიალთან

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და თანამშრომლებემა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და თანხლებით „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში, კოჯორში იუნკერების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-24
მე-4 კლასელებმა საბა ბერიძეს დაბადების დღე აღუნიშნეს

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობენ და პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ზემო აჭარიდან, საინგილოდან, ტაო-კლარჯეთიდან... მათ მშობლიურ გარემოს, უდიდეს სითბოს და სიყვარულს, დედობრივ მზრუნველობას ფოფოდია (ნანა (ციცინო) ანთაძე, რომელსაც მოსწავლეები დედაოთი მიმართავენ) და პედაგოგები უწილადებენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-21
68-ე შემოქმედებითი კონფერენცია გრძელდება

გრძელდება მოსწავლეთა 68-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები სკოლა-პანსიონში. საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს მოსწავლეებმა ლიტერატურის, ქართული ენის, ფოლკლორის, ჟურნალისტიკის სექციებში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-21
129-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სკოლა-პანსიონში

სკოლა-პანსიონს ეწვივნენ 129-ე სკოლის პედაგოგები და მე-2 (ხელმძღვანელი, ლია მაისურაძე) კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად. სტუმრები დაესწრნენ სასკოლო პარაკლისს, რომელიც ტრადიციულად აღავლინა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-21
თანამშრომლები ღირსი ბეთანიელი მამების საფლავის გახსნაზე

საოცარი მადლი ტრიალებს საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი ერის გაბრწყინების დასაწყისია. ზეციურ საქართველოდან ერს თავისი მადლით მოევლინენ ბეთანიელი მამები, წმიდა იოანე და წმიდა გიორგი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-19
სკოლა-პანსიონში კვლავ გრძელდება შემოქმედებითი კონფერენციები

სკოლა-პანსიონში კვლავ გაგრძელდა 68-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. დღეს მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები ბიოლოგიასა და საქართველოს ისტორიაში წარმოადგინეს.
მოსწავლეთა თემები გამოირჩეოდა მაღალი აკადემიურობით, რამაც საზოგადოების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-18
მოსწავლეთა კონფერენციები გრძელდება

სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით გაგრძელდა 68-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია. დღეს წარმოდგენილი იყო თემები გეოგრაფიასა და მათემატიკაში (ხელმძღვანელები, ლელა ჯანაშვილი, ნინო მინდიაშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-17
მე-12 კლასის მოსწავლეები „ექსპო ჯორჯიაში“

სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ამჯერად მე-12 კლასის (ხემძღანელები, ნანა (ციცინო) ანთაძე, ზურაბ გოგოლაძე) მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ეწვია გამოფენების ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას", სადაც გაეცნენ წარმოდგენილ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენას.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-17
დაიწყო სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში

გრძელდება სპორტული ღონისძიებები ჩვენს სკოლა-პანსიონში. ამჯერად საჭადრაკო ტური დაიწყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში (ტურის ხელმძღვანელები და ორგანიზატორები სპორტის პედაგოგები, დავით უნგიაძე, ლაშა ნემსაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-17
დაიწყო მოსწავლეთა 68-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია

დაიწყო მოსწავლეთა 68-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია სკოლა-პანსიონში. 17 თებერვალი, ორშაბათი, დღეს ქიმია-ფიზიკის დღეა (პედაგოგები, ზურაბ გოგოლაძე, თეა ქვრივიშვილი).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-14
დავითობა თამარის სკოლაში

თითქოს ზეციური საქართველოს სტუმარი დიდი ბაბუა, ზეციურ საქართველოს მასპინძელ შვილთაშვილს, წმიდა თამარს ეწვია. დიახ, ზეციური საქართველოს ზეიმი იყო ჩვენს სკოლა-პანსიონში. ყველა წმიდანს მოეყარა თავი, თავისი მადლით და დიდებით. თვალწინ გადაგვეშალა დიდებული საუკუნე - „ოქროს ხანა“ ქართლის ცხოვრებაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-14
"მაგალითი მწყემსი კეთილისა"...

სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის (დამრიგებლი, თამარ მიქავა)მოსწავლეები სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და თანხლებით მიიწვიეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-02-14
ჩვენ და თეატრი

ის ფასეულობები, რომლებიც ოდითგანვე არსებობდა. დრო ვერ აუფერულებს, პირიქით ახალ დატვირთვასა და აღქმას იძენს. ესტეთიური აღზრდა კი განათლების სისტების განუყოფელი ნაწილია. ის სკოლის ცხოვრების თანმდევია, რომელიც ძლიერად არის ჩართული აღზრდის პროცესში.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 577259 
დღეს: 382 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.