Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი


2014-05-20
სკოლა-პანსიონში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

სკოლა-პანსიონში, როგორც საქართველოს ყველა სკოლაში დაიწყო გამოსაშვები გამოცდები. დღეს, 2014 წლის 20 მაისს, მოსწავლეებმა ჩააბარეს პირველი პრეტესტი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-19
სკოლა-პანსიონში პირველი ბოლო ზარი დაირეკა

სკოლა-პანსიონის მე-12 კლასელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. ეს ხომ ჩვენი სკოლა-პანსიონის პირველი გამოსაშვები კლასია, ჩვენი „პირველი მერცხლები“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-16
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და თანამშრომლები მიიწვიეს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლის 15 მაისს, ბიბლიოთეკის კვირეულის და სკოლა-პანსიონში წიგნის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული სალონის "საგულისონის" ორგანიზებით მიიწვიეს ქალაქ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც შედგა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა არაჩვეულებრივი საღმო „თამარს ვაქებდით ქებულსა“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-16
სკოლა-პანსიონის მოსწავლის, გიორგი ლონდარიძის წარმატება კონკურსში: „ნორჩი გრამატიკოსი“

„ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებები ტრადიციულად მეტად საინტერესო ღონისძიებებს და კონკურსებს ატარებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლე ახალგაზრდობაში ცოდნის დონის ამაღლებას და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.
ერთ-ერთი ასეთი კონკურსია “ნორჩი გრამატიკოსი“, რომელშიც ჩვენი სკოლა-პანსიონის დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ, გიორგი ლოდარიძემ საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა და დიპლომით დაჯილდოვდა (დამრიგებელი, ნინო ტაბატაძე).
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-16
სკოლა-პანსიონის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა 12 ტაძარი მოილოცეს

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებლების ნანა (ციცინო) ანთაძის და ზურაბ გოგოლაძის ინიციატივით და სკოლა-პანსინის დირექტორის, დეკნოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით 12 ტაძარი მოილოცეს და უფალს სავედრებელი შემწეობა სთხოვეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-15
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა თამარობა სრულიად საქართველოს მიულოცეს

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს, 2014 წლის 14 მაისს, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით სკოლა-პანსიონის მოსწავლეები „დავითიანის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე, რომელიც წმიდა მეფე თამარს მიეძღვნა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-14
მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

სკოლა-პანსიონში დირექტორის, დეკანოზი მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება წიგნის კვირეული. კვირეულის ფარგლბეში სკოლა-პანსიონის მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-14
სკოლა-პანსიონი მიიწვიეს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში გამოფენაზე - "ძველი და ახალი აჭარა"

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „ძველი და ახალი აჭარა“ - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია, სადაც მიწვეულლი იყო ჩვენი სკოლა-პანსიონი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-13
12 მაისი - წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მაღალმთიან აჭარაში

ჩვენი სკოლა-პანსიონის ისტორია დაიწყო და გრძელდება მთიანი აჭარის რეგიონთან მჭიდრო კავშირსა და ურთიერთობებში. 12 მაისი, განსაკუთრებული დღეა მთიანი აჭარისთვის. სწორედ აქ შემობრძანდა
წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით და უფლის სიტყვა და ნათელი სწორედ ამ მთებიდან მოეფინა პირველად სრულიად საქართველოს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-13
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღეს

სკოლა-პანსიონის (დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე) ხელოვნების მიმართულების (კოორდიანტორი, თამილა ფოლადიშვილი) მოსწავლეები კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, "მომავლის ვარსკვლავების" ფინალურ, გალა კონცერტზე და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვიეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-10
მორიგი გასეირნება - მთაწმინდა, ვაკის პარკი

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, რომლებიც სარგებლობენ სადღეღამისო პანსიონური მომსახურეობით, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა კურთხევით და თანხლებით 2014 წლის 9 მაისს, მოილოცეს მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძარი, პატივი მიაგეს მთაწმინდაზე დავანებულ ღირსეულ მამულიშვილებს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას ვაკის-პარკში.
სასიამოვნო განწყობა დილიდანვე დაეუფლათ ბავშვებს. მოიძიეს და გაეცნენ სოციალურ ქსელში მთაწმიდაზე დავანებულ მოღვაწეთა ბიოგრაფიები, შემოქმედება.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-08
წიგნის კვირეულის ფარგლებში გაგრძელდა ინტელექტუალური თამაშები: რა? სად? როდის?

სკოლა-პანსიონში წიგნის კვირეულის ფარგლებში გაგრძელდა ინტელექტუალური თამაშები: რა? სად? როდის? ამჯერად კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა მიხეილ ხურციას გუნდი.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-08
სკოლა-პანსიონში დაიწყო ტრადიციული წიგნის კვირეული

სკოლა-პანსიონში დაიწყო ტრადიციული წიგნის კვირეული (4-16 მაისი), რომელიც დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია მიმდინარეობს. კვირეულის განმავლობაში, პროექტის „ჩემი ბიბლიოთეკა - ჩემი სამყარო“ ეგიდით გაიმართება საქველმოქმედო აქცია: „ერთი წიგნი საჩუქრად ჩემი სკოლის ბიბლიოთეკას“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-08
წიგნის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ნოდარ დუმბაძის საღამო

წიგნის კვირეულის მეორე დღეს, 5 მაისს, სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა კლასებში ჩაატარეს საუბრები წიგნის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით.
პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს წიგნის წარმოშობის ისტორია. მისი განვითარების ეტაპები.

დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-08
წიგნის კვირეულის ფარგლებში გაიმართა გამომცემლობა „პალიტრა ლ“ - ს წიგნების გმოფენა-გაყიდვა

სკოლა-პანსიონში წიგნის კვირეულის ფარგლებში დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა გამომცემლობა „პალიტრა ლ“ - ს წიგნების გმოფენა-გაყიდვა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-05-08
მოსწავლეთა აღიარება „ჩაღლარის“ ოლიმპიადებზე

სასკოლო პარაკლისის დასრულების შემდეგ, დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გამრჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-30
კონკურსი - „საუკეთესო შემოქმედი“ და სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა აღიარება

სკოლა-პანსიონში სასწავლო პარაკლისის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 30 აპრილს, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ქების სიგელები და დიპლმები გადასცა მოსწავლეებს, რომლებმაც ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა - „საუკეთესო შემოქმედი“ და წარმატება მოიპოვეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-29
პირველ კლასში სწავლის მსურველთათვის „ღია კარის“ დღე გაიმართა

სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით პირველ კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეთა, მშობელთა და დაინტერესებულ პირთათვის მოეწყო „ღია კარის“ დღე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-16
გაიმართა კონფერენცია: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“

სკოლა-პანსიონის მე-4 კალსის მოსწავლეებმა საკონფერენციო დარბაზში, „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წარმოდგინეს კონფერენცია: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-15
სკოლა-პანსიონში გამწვანების აქცია: "ერთი ხე დარგე შენს სახელზე" მოეწყო

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და თანამშრომლებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით სკოლა-პანსიონის გარშემო გამწვანების აქცია მოაწყვეს და დღეს, 2014 წლის 15 აპრილს, სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 200-მდე კვიპაროსის ნერგი დარგეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-15
სკოლა-პანსიონში გაგრძელდა ინტელექუალური შეჯიბრი: რა? სად? როდის?

სკოლა-პანსიონში, დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაგრძელდა ინტელექტუალური შეჯიბრი: რა? სად? როდის? დღეს, 2014 წლის 15 აპრილს, კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა გიორგი სამხარაძის ექვსეული.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-14
სკოლა-პანსიონში 14 აპრილი - „დედაენის დღე“ აღინიშნა

სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით სკოლა-პანსიონში დაიწყო „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციის და ქართული ენის და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით გაიმართა „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი საღამო: „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-14
სკოლა-პანსიონში გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში სკოლა-პანსიონის ფოიეში მოეწყო გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-14
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები „დედა ენის“ სახელობის ბაღში

პიველი და მეორე კლასების მოსწავლეებმა (დამრიგებლები: მაია ხორბალაძე, ქეთევან მოსულიშვილი) 2014 წლის 14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ნიშნად პატივისცემისა ყვავილებით შეამკეს დედაენის მონუმენტი, სადაც გამართეს შინაარსიანი ღონისძიება.
დაწვრილებით || Share on Facebook

2014-04-11
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას ეწვია

როგორც უკვე ვიუწყებოდით, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ფოლკლორის ცენტრში, 2014 წლის 4 აპრილს, სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა (თექა, ხის მხატვრული დამუშავება, ფერწერა, ტიხრული მინანქარი), რომელიც მიეძღვნა სკოლა-პანსიონის დაფუძნების 5 წლისთავს.
10 აპრილს, გამოფენას ეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39  || არქივი










კალენდარი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლუკა იასაღაშვილი
- ვალერი სიხუაშვილი
- ლუკა გოშაძე






























შემოსვლები
სულ: 604264 
დღეს: 237 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.