Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონს გორის ინტელექტუალები სტუმრობდნენ

2014 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა მეგობრული შეხვერდა გორის მე-6 საჯარო სკოლის ინტელექტუალურ კლუბსა და ჩვენი სკოლა-პანსიონის ინტელექტუალურ კლუბებს შორის.
შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ერთის მხრივ გორის ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი, გიორგი კალხიტაშვილი და ჩვენი მხრიდან, სკოლა-პანსიონის კლუბის პრეზიდენტი, თამარ სამხარაძე.
მობრძანებულ სტუმრებს გორიდან გულთბილი დახვედარა მოუწყო სკოლა-პანსიონმა. მოსწავლეებმა ერთობლივად დაათვალიერეს სკოლა-პანსიონი, მოილოცეს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარი, მოინახულეს მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი, ასევე ეწვივნენ დეკორატიულ ბაღს „გარდენიას“, სადაც გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
გაიმართა შეჯიბრი ინტელექტუალურ კლუბებს შორის, შეჯიბრის წინ მოსწავლეები დალოცა და წარმატებები უსურვა სკოლა-პანსიონის დირექტოორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. თამაში ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. მინიმალური სხვაობით გამარჯვება ჩვენი სკოლა-პანსიონის გუნდმა მოიპოვა (კლუბის პრეზიდენტი, თამარ სამხარაძე, კონსულტანტი, რუსუდან რევაზიშვილი, გუნდის კაპიტანი, ბაჩანა ბოლქვაძე).
მოსწავლეებს მიესალმა საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა (ციცინო) ანთაძე, ზოგადი განათლების მენეჯერი, მაყვალა (მარიამ) ანთაძე. სტუმრებს სკოლა-პანსიონისგან გადაეცათ სამახსოვროდ მადლობის სიგელები და ხატები.
ბოლოს ფოფოდია ნანამ მოსწავლეები მიიწვია საერთო ტრაპეზზე.
სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, მადლობა გადაუხადეს სკოლა-პანსიონის დირექციას გულთბილი მიღებისათვის და ჩვენი მოსწავლეები სტუმრად გორში მიიპატიჟეს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613163 
დღეს: 158 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.