Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს სკოლა-პანსიონი შეუერთდა

2014 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ტრადიციისამებრ საერთო სახალხო ეროვნულ ზეიმს სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით შეუერთდა სკოლა-პანსიონი, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი ბაირაღოსნებითა და მედროშეებით.
ტრადიციისამებრ, პატრიარქის კურთხევითა და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით მოეწყო საზეიმო მსვლელობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 100 000 მოწამის სახელზე სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა და მრევლთან ერთად, წამებულთა პატივის მისაგებად, მტკვარში ყვავილები გადაყარა. უწმინდესმა 100 ათას ქართველ მოწამეს ქვეყნისა და ქართველი ერის მფარველობა შესთხოვა.
სასიხარულოა, რომ მეტეხის ხიდს ასი ათასი მოწამის სახელი ეწოდა.
შეგახსენებთ, რომ ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.
უფალმა მრავალს დაგვასწროს, მრავალეჯერ გვეზეიმოს და გვეწეოდეს ჩვენი წმიდანების მადლი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.