Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

შემოდგომის ზეიმი - საყოველთაო ფესტივალად იქცა

სკოლა-პანსიონში 2014 წლის 23 ოქტომბერს, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი: „ლხინით, ლხენით, ზეიმით, შემოდგომა მოვიდა“, რომელიც მიეძღვნა სკოლა-პანსიონის დაუძნების 5 წლისთავს.
მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და სკოლა-პანსიონის თითოეული თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ შეუდგა შემოდგომის ზეიმისთვის სამზადისს. მოსწავლეები დიდი სიხარულით ელოდნენ ამ დღეს. ეს დიდი ზეიმია თითოეული მათგანისათვის. ადგილობრივმა მოსახლეობამ ზეიმს „ლოტკინობა“ შეარქვა. აქ, ამ დღეს ყველა ერთად იყრის თავს და ზეიმობს... წლევანდელი შემოდგომის ზეიმიც განსაკუთრებულად თბილი და საინტერესო გამოვიდა თავისი ეთნოგრაფიული კუთხეებით: რაჭა, აჭარა, სვანეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, ქართლი, იმერეთი, კახეთი, სამაჩაბლო, სამცხე-ჯავახეთი, ჰერეთი, თბილისი... ყველა კუთხეს უამრავი მნხაველი ეწვია, ყველამ შეძლო გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება თუ იმ მივიწყებული ყოფითი ნივთების გაცნობა-დათვალიერება, რაც უხვად ჰქონდა წარმოდგენილი თითოეულ კუთხეს...
როგორც შარშან, წელსაც დაცხვა დედას პურები, დაილია ქვევრიდან ღვინო, ამოევლო ჩურჩხელები, გამოიხადა ჭაჭის არაყი... ერთი სასიამოვნო სიახლე შეემატა ჩვენს შემოდგომის ზეიმს: დაიწურა ყურძენი საწნახელში, რამაც მეტი სიხალისე და მრავალფეროვნება შემოიტანა. დამთვალიერებელი აღფრთოვანებას, როგორც ყოველთვის, ახლაც ვერ მალავდა პროფესიული მიმართულების მოსწავლეთა და სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვისას.
თავდაპირველად, მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე. შემდეგ კი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეებმა, გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ორკესტრმა, საფორტეპიანო და სავიოლინო კლასებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და არაჩვეულებრივი კონცერტი შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას.
თუმცა, სტუმრებს წინ კიდევ უამრავი სიურპრიზი ელოდათ, კონცერტის შემდეგ ისინი თითოეულმა კლასმა თავის მიერ წარმოდგენილ ულამაზეს „კუთხეში“ მიიწვია და არაჩვეულებრივად გაუმასპინძლდა. სტუმრები ყველაზე დიდხანს ჩვენს დიდი ტკივილთნ, აფხაზეთის კუთხესთან შეჩერდნენ, სადაც აღსაზრდელებს მიესალმა სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი ლელა გულედანი.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების წაკითხვასა, სიმღერასა თუ ცეკვაში... თითოეული მათგანისგან უდიდესი სითბო, სიყვარული და დადებითი მუხტი მოდიოდა, რომელიც ირგვლივ მყოფთაც პოზიტივით აღავსებდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საპატიო სტუმრები ხულოდან: ხულოს გამგებლის მოადგილე: თამაზ აბაშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ბადრი მელაძე. იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე, ხულოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსერვატორიული პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი ბოლქვაძე. სტუმრად ასევე იმყოფებოდნენ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები, გამგებლის მოადგილე, ციალა ჯელაძე, დეპუტატი, დავით ჭელიძე, ქართული ოცნების წარმომადგენლები დიმიტრი შერაზადიშვილი, ლერი მელიქიძე.
პატრიოტულ თემაზე შექმნილი საკუთარი ლექსები წაიკითა სკოლა-პანსიონის საპატიო სტუმარმა, ქალბატონმა თინათინ მღვდლიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მამა მირიანს, განსაკუთრებით კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ნანა (ციცინო) ანთაძეს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის, ასეთი ლამაზი დღისათვის.
ეს დადებითი ემოციებით აღსავსე დღე გვიანობამდე გაგრძელდა სკოლა-პანსიონში, სატრაპეზოში ერთობლივ სუფრაზე კიდევ უფრო დაუახლოვდით და დაუმეგობრდით ერთამანეთს. ხულოს წარმომადგენლებმა ლოტკინელები მიიწვიეს სტუმრად, რომელიც სამომავლოდ დიდი მეგობრობის და ერთად კეთილი საქმეების კეთების საწინდარი შეიქმნება. .. უნდა გესმინათ როგორი თბილი სიტყვებით მიმართავდნენ ჩვენს მამა მირიანს ხულოელები, ჩვენი ძმები, მუსლიმი ქართველები, შენ ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი და სამაგალითო ქართველი ხარო, ქალაქის მკვიდრებმა კი ასე მიმართეს: „შენ მთამ გაღიარა მამა მირიან, ყველაზე უსპეტაკესმა და უტყუარმა მთამო“...
დიახ, ეს იყო კიდევ ერთი თბილი და ტკბილი შემოდგომის ზეიმი: ლხინით, ლხენით და ზეიმით... სულ ლხინი და ზეიმი გქონოდეთ მეგობრებო....



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.