Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონმა წელს სვეტიცხოვლობა განსაკუთრებულად იზეიმა

2014 წლის 14 ოქტომბერს - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონმა, როგორც ყოველთვის, ქ. მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
დილის 7 საათზე, მამა მირიანმა სამთავროს დედათა მონასტერში წირვა აღავლინა. შემდეგ მოვილოცეთ მცხეთის სიწმიდეები, სვეტიცხოველი და შეუერთდით საყოველთაო ზეიმს - მცხეთობას.
წელს მცხეთობა განსაკუთრებულად აღინიშნა, რადგან ქ. მცხეთას ოფიციალურად მიენიჭა წმიდა ქალაქის სტატუსი, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულო და საამაყო ფაქტია.
წელს, სკოლა-პანსიონის უკეთ წარმოჩინების მისია მოვირგეთ და გამოფენა-გაყიდვის საქმეს ხელი მოვკიდეთ სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციამ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფმა ადამიანებმა, ჩვენ თავდაპირველად შევიმოსეთ უმშვენიერესი თექის ნაწარმით, მოვიხდინეთ მინანქრის სამკაულები, შემდეგ კი მათი წარმოების ტექნოლოგიას ვაცნობდით დაინტერესებულ პირებს, ამიტომაც
ჩვენი გამოფენა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
ფრიად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ გამოფენას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღესთან ერთად ესტუმრა. სკოლა პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ პრემიერს მოსწავლეთა ხელნაკეთი აზარფეშა უსახსოვრა და 23 ოქტომბერს, სკოლა- პანსიონში შემოდგომის ზეიმზე მოიწვია.
გამოფენას ასევე ეწვია, სკოლა-პანსიონის მეგობარი, სახელმწიფო მინისტრი, ბატონმა პაატა ზაქარეიშვილი.
გამოფენა უამრავმა დამთვალიერებელმა და უცხოელმა სტუმარმა დაათვალიერა. მათ შორის პრეზიდენტის მეუღლემ, ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ.
დღესასწაულზე იმყოფებოდნენ: ზოგადი განათლების მენეჯერი, მაყვალა ანთაძე, პროფესიული განათლების მენეჯერი, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშილი,
ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, სამეურნეო მენეჯერი, ჯიმშერ არძენაძე, პედაგოგები, იოსებ ზანგალაძე, ანა მაისურაძე, იოსებ აფაქიძე.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613183 
დღეს: 178 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.