Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, პედაგოგები და თანამშრომლები სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის თანხლებით, 2014 წლის 13 ოქტომბერს, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეს, ეწვივნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სოფელ ბორითს, სადაც პატივი მიაგეს მერაბ კოსტავას ნათელ ხსოვნას.
ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი დღე შედგა სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში. ჩვენი მოსწავლეები ხომ სწორედ იმ მამულიშვილების მაგალითზე იზრდებიან, რომელთაც შეიძლება ითქვას დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო სულიერად თუ ფიზიკურად. არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყო ხრაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, აქ იყვენენ მთავრობის წარმომადგენლები, ხარაგაულის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა „შავლეგო“, მრავალჟამიერი... მაგრამ ჩვენი პატარების მიერ შესრულებულმა ქართულმა ჰანგებმა, განსაკუთრებით ქართულმა მელოდიებმა კინოფოლმიდან „ფესვები“ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. მამა მირიანს მადლობას უხდიდნენ ასეთი მშვენიერი სკოლა-პანსიონისთვის, ასეთი სულისკვეთებისთვის, ასეთი სიყვარულისთვის სამშობლოსადმი, რომელსაც ის აღვიძებს მომავალ თაობაში.... იყო უამრავი სამადლობელი სიტყვები... გზად მოვილოცეთ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი, უმშვენიერესი უბისა, რომელზეც ერთ-ერთ მოსწავლეს თავისი მშობლებისთვის უთქვამს: „ეს ის ტაძარია, ბავშვობაში ჩვენი მამა მირიანი რომ ლოცულობდაო“ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ნანა (ციცინო) ანთაძეს გაუგია და ჩვენ მოგვითხრო, გავიმეორებთ ბავშვის სიტყვებს, „ეს ის ტაძარია, ბავშვობაში ჩვენი მამა მირიანი რომ ლოცულობდაო“, ამაზე ლამაზად რა შეიძლება თქვა?.. უბისაში მიღებული სითბო და სულიერი სიმშვიდე საგზლად გამოვიყოლეთ თითოეულმა ჩვენგანმა.
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ, ყველამ ერთად გავიარეთ "ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბრძოლის გზა ,ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას,როგორც ქართველი ერის ისტორია არის ბრძოლის ,გმირობის,სულიერი შემართების,თავგანწირვის ისტორია. ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მეგობრობის,გმირობის,შეუდრეკლობის,მამულიშვილობის.მას საქართველოს ტკივილი ფიზიკურადაც სტკიოდა;დღესაც მისი სახელი ციხე-კოშკივით მტკიცედ დგას სამშობლოს სადარაჯოზე.ზეციურ საქართველოდან იგი მტერთან მორკინალია,ბატონი ზვიადის სიტყვებით,რომ ვთქვათ:"...იგი არ მომკვდარა ,იგი კვლავ შეგვასმენს თავის გმირულ " შავლეგოს",კვლავ შეგვასმენს,და კვლავ დაამხობს მტერს და გაათავისუფლებს საქართველოს".მისი მრწამსი მის სიტყვებშია:"წილხვედრ სიკვდილს თუ უმზერდი ავად,მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,შემდეგ ეს მიწა და საქართველო". მერაბ კოსტავა ქართველი ერის შორეული ისტორიიდან გადმოსული გმირია,რომელიც დარჩა იდეალად მამულიშვილობისა და კავკასიური რაინდობისა".
პარალულურად, სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ზოგადი განათლების მენეჯერის, ქალბატონი მაყვალა (მარიამ) ანთაძის ხელმძღვანელობით მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ, სადაც ასევე პატივი მიაგეს მერაბ კოსტავას ხსოვნას...
ეს იყო კიდევ ერთი დიდი და ლამაზი დღე სკოლა-პანსიონის ისტორიაში. დიახ, სწორედ აქ აღზრდილი თაობა იქნება ეროვნული თვითშეგნების, რომლი თაობითაც იამაყებდნენ ჩვენი გმირი წინაპრები.
სტატიის გაგრძელებას შემოგთავაზებთ...





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613181 
დღეს: 176 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.