Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

გრძელდება რუბრიკა: „რას წერენ ჩვენზე“

ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას: „რას წერენ ჩვენზე“. ამჯერად კი შემოგთავაზებთ „სრულაიდ საქართველოს გაზეთი რაეოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სკოლა-პანსიონზე, რომელშიც ჩვენი სკოლა-პანსიონის ერთ-ერთი ღონისძიების შესახებაა მოთხრობილი და რომელი გაზეთიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა (ციცინო) ანთაძემ მოგვაწოდა საიტზე განსათავსებლად. სტატიის ავტორი დარეჯან კირვალიძე გახლავთ.
ზეიმი თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში
„წმიდა თამარ მეფის ხსენების დღეებში, 15 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (გენერალური დირექტორი ციალა კალმახელიძე) ლიტერატურული სალონის „საგულისხმონის“ ინიციატივით დიდი ზეიმი გაიმართა.
ბიბლიოთეკაში სტუმრად მოწვეულმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის (დირექტორი, დეკანოზი მიირან სამხარაძე) მოსწავლეებმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისსტუდენტებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების არაჩვეულებრივი გამოფენითა და და შემოქმედებითი ძალების სრულად გამოყენებით მართლაც რომ ღირებული სანახაობა შესთავაზეს დედაქალაქის საბიბლიოთეკო საზოგადოებას, მკითხველებს, მოწვეულ სტუმრებს.
”თამარს ვაქებდეთ ქებულსა“! - ასეთი იყო ზეიმის დევიზი. საღამოს წამყვანმა ქალბატონმა ცისანა ქოჩეჩიშვილმა თამარ მეფის ლაშქარი უწოდა ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს და გარჯა შეუქო მათ პედაგოგებს, აღმზრდელებს, შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებს, რომლებიც დიდი როლს ასრულებენ მათ ჭეშმარიტ მამულიშვილებად ჩამოყალიბების საქმეში.
ახლა თავად სკოლა-პანსიონის შესახებ:
ეს სასწავლებელი არსებობის მხოლოდ ხუთ წელიწადს ითვლის, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
სკოლა-პანსიონს ხელმძღვანელობს დეკანოზი მირიან სამხარაძე. მისი და მისი მეუღლის - ციცინო (ნანა) ანთაძის ცხოვრება, საერო და სასულირო მოღვაწეობა და სამაგალითო ღვაწლი ცალკე საუბრის თემა გახლავთ..
სკოლა-პანსიონში ერთად ცხოვრობს და სწავლობს 450-მდე ნიჭიერი მართლმადიდებელი და მუსულმანი ქართველი - აჭარიდან, ჰერეთიდან, საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან.
სასწავლო საგნებთან ერთდ მოსწავლეები ეუფლებიან მუსიკას, ხელოვნების სხავდასხვა დარგებს, ხატწერას, პროფესიული სწავლების ცენტრში კი - ტიხრულ მინანქარს, სამოსელის მოდელირებას, ხისა და ლითონის მხატვრულ დამუშავებას, თექის წარმოებას.
პროფესიული განათლების დარგის მენეჯერი კახაბერ ვარდუკაძე, პროფესიული მიმართულების პედაგოგები ანა მაისურაძე, გიორგი ალუღიშვილი, იოსებ ზანგალაძე და რუსუდან არჯევანიძე სანაქებოდ უძღვებინ თავიანთ მოვალეობას და ნამდვილ ოსტატებად ზრდიან ნიჭიერ ახალგაზრდებს.
მათ ღირსეულად უმშვენებენ მხარს ხელოვნების მიმართულების კოორდინატოები (კოოდინატორი, თამარ ფოლადიშვილი). სწორედ მათი დამსახურებაა, რომ სასწავლებელში მოქმედებს გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები (ხელმძღვანელები დალი დაბრუნდაშვილი და დავით შანიძე), ქორეოგრაფიული ანსამბლი (ხელმძღვანელი, ჯონი დუგლაძე), ხალხურ საკრავთა ორკესტრი (ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა) საერთო სახელწოდებით "არსიანი", ხატვის წრე (ხელმძღანელი, გაიოზ ზანდარაშვილი) და სხვა.
აი სწორედ ამ სკოლის ახალგაზრდები მოეფინენ ჟივილ-ხივილით მთავარი ბიბლიოთეკის ტერიტორიას: ეზოში გოგონათა და ვაჟთ ფოლკლორული ანსამბლები აგუგუნებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს; ერთმანეთს ცვილდნენ სვანური, მეგრული თუ აჭარული ცეკვები;
საღამო გაგრძელდა ბიბლიოთეკის ვესტიბიულსა და დერეფანში როიალზე, ვილინოზე შესრულებული ნომრებით. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია უმცროსკლასელთა გუნდმა, რომელსაც ოსტატურად მართავდა ახალგაზრდა ლოტბარი, დალი დაბრუნდაშვილი. უდაოდ მისი დამსახურებაა საბავშვო სიმღერების მდიდარი რეპერტუარი, შესრულების მაღალი კულტურა.
ზეიმმა კულმინაციას მიაღწია ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც სტუმარ-მასპინძელი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქალბატონმა ციალა კალმახელიძემ და მამა მირიან სამხარაძემ სამადლობელი სიტყვებით მიმართეს დარბაზს და ხაზგასმით გამოხატეს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის გაგრძელების მზადყოფნა. მოწვეულმა სტუმრებმა ქებისა და მადლიერების სიტყვები არ დაიშურეს საღამოს ორგანიზატორების მიმართ (ცისანა ქოჩეჩაშვილი, რუსუდან რევაზიშვილი).
ზეიმი გაჯერებული იყო ინსტრუმენტული ორკესტრის ჰანგებით მოსწავლე დეკლამატორების - იოანე ვარდუკაძის, ლუკა ლომსაძის, თამარ სამხარაძისა და მარიამ ახვლედიანის გასაცვიფრებელი დეკლამაციით წაკითხული ლექსებით, რითაც მოხიბლეს არა მარტო მსმენელები, არამედ დაიმსახურეს სიტყვის უბადლო ოსტატათა - მსახიობების ლამზირა ჩხეიძისა და იზა ვეფხვაძის დიდი მოწონება.
მამა მირიანმა თავის მოსწავლეებს მომავლის ის მერცხელბი უწოდა, რომლებიც პირველი შეფრინდებიან „აღთქმულ ქვეყანაში“.
უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს სკოლა-პანსიონის ამ და მთელი საქართველოს ახალგაზრდებს, მთელ ჩვენ ქვეყანას“.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613162 
დღეს: 157 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.