Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ქალბატონი გიული ალასანია სტუმრად სკოლა-პანსიონში

2011 წლის 7 ივნისს წმინდა თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ეწვივნენ საერთაშორისო ფესტივალ „ ჩვენებურების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, საერთაშორისო ფესტივალ ჩვენებურების ვიცე პრეზიდენტი დარეჯან კუხიანიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, გია კალანდაძე.

სტუმრები შეხვდნენ სკოლის დირექტორს, დეკანოზ მამა მირიან სამხარაძეს,საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნანა ანთაძეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს (დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, მაყვალა ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიულ დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სპარტაკ წიქარიძე, დირექტორის მოადგილე სამუსიკო დარგში, თამილა ფოლადიშვილი), საზეიმო განწყობილება სუფევდა სკოლაში. მოულოდნელი და სანატრელი სტუმრების მობრძანებამ სკოლა-პანსიონში დიდი სიხარული გამოიწვია. აღფრთოვანებულები დარჩნენ სტუმრებიც და მასპინძლებიც. სახელდახელო კონცერტმა დამსწრე საზოგადოებას ცრემლი მოგვარა. მათ იგრძნეს ის სითბო და სიყვარული, რომელიც სკოლის კედლებშია დავანებული. სიხარულს გაოცება ცვლიდა მოვლილი და მოწყობილი თითოეული კლასის ნახვისას. დაათვალიერეს სახელობო სწავლების ოთახები და ნახეს ბავშვების მიერ შექმნილი მრავალი ხელოვნების ნიმუში. პედაგოგმა გია ალუღიშვიმა მოსწავლეების მიერ გაკეთებული ხელადა აჩუქა ქალბატონ გიულის. ყველაფერი გულდასმით, მართლაც დიდი მონდომებით დაათვალიერეს. გულთბილად ესაუბრნენ მამა მირიანსა და ფოფოდია ნანას. დიდი ინტერესით მოისმინეს ზემოაჭარაში მათი მოღვაწეობის ფაქტები.

„უნიკალური სკოლაა, ასეთი კარგი ბავშვები სად მოძებნეთ, დიდ საქმეს აკეთებთ, პირველ რიგში სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. სკოლას უნდა ჰქონდეს ხარჯები, რომ განვითარდეს. მსგავსი ტიპის სკოლა საქართველოში არ არსებობს, ასეთი სკოლა ერთხელ ვნახე მოლდოვეთში...“---აღნიშნა გიული ალასანიამ.



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613876 
დღეს: 229 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.