Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სამუსიკო სწავლების მოსწავლეთა აკადემიური კონცერტი გაიმართა


დღეს, 31 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლების მოსწავლეთა (დირექტორის მოადგილე სამუსიკო სწავლების დარგში თამილა ფოლადიშვილი) აკადემიური კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი: დავით შანიძე), ხალხურ საკრავთა ჯგუფი (ხელმძღვანელი: ალეკო ხიზანიშვილი), გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი: დალი დაბრუნდაშვილი), მგალობელთა გუნდი (რეგენტი მაია ნამორაძე), ინდივიდუალური შემსრულებელი მე-7 კლასის მოსწავლე გიგა ყაფლანიშვილი (ფლეიტა).

კონცერტზე შესრულებულ იქნა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის თავისებური მუსიკალური დიალექტი: ხერტლის ნადური - აჭარული, საპატარძლოს სიმღერა - აჭარული, ორი დილი - რაჭული საფერხულო, დელი დელა - გურული...უძველესი სიმღერები მრავალხმიანად და გუნდურად შესრულდა, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

კონცერტს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მშობლები, თანამშრომლები, დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, მარიამ ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული სწავლების დარგში კახა ვარდუკაძე,თბილისის საკრებულოს დეპუტატი შოთა ქურდაძე...

კონცერტის დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, დალოცა მობრძანებული სტუმრები და აღნიშნა რომ ქართული ფოლკლორი ძალიან მდიდარია, განსაკუთრებით მუსიკალური ფოლკლორი და მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, რადგან მომავალ თაობაში გადარჩეს ქართული სული.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613848 
დღეს: 201 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.