Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

მოსწავლეებმა სხვადასხვა მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები დარგეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა დარგეს სხვადასხვა მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები.

ღონისძიება ადრეული გაზაფხულიდან ხორციელდება ბიოლოგიის პედაგოგის, ირაკლი გულედანის ხელმძღვანელობით. პრაქტიკული სამუშაოს დროს ჩატარდა მინი ლექცია ადამიანისა და ბუნების კავშირზე.

ბატონი ირაკლი გულედანის ლექციამ მოსწავლეებში დაინტერესება გამოიწვია და მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და გრძელდებოდა ლექციის დამთავრების შემდეგაც. გარკვეულმა საკითხებმა ცხარე დისკუსია გამოიწვია. იყო თხოვნა, მსგავს ღონისძიებებს მიეცეს სისტემატური სახე ან დაინერგოს როგორც საგანი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები გულდასმით მოეკიდნენ პედაგოგის მიერ მიცემულ დავალებას, რის შემდეგაც ბავშვებმა თავისი ხელით დაამუშავეს პატარა ნაკვეთი და დარგეს სიმინდი, კიტრი, პომიდორი, ლობიო... მოსწავლეებმა კარგად აითვისეს და გაიგეს თუ როგორ იღებენ საკვებ პროდუქტებს.

პედაგოგმა ირაკლი გულედანმა აღნიშნა: „ბავშვმა აუცილებელია იცოდეს როგორ მიიღება ყოველდღიური პური და რა შრომაა ჩადებული. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლე ფლობდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღების წესს“.

ღონისძიების მიზანია მოსწავლეები დაახლოოს ბუნებასთან, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები და შეეძლოთ პრაქტიკული საქმიანობა.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613181 
დღეს: 176 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.