მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო განწყობა

23 დეკემბერს, სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო განწყობა. ამჯერად დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს საინტერესო, სახალისო და შინაარსიანი ღონისძიებები.
თავდაპირველად სცენა, მე-3ბ კლასის (ხელმძღვანელი,მადონა ვარდოშვილი) მოსწავლეებს დაეთმოთ, როგორც ყველაზე უმცროსი ასაკის წარმომადგენლებს. მე-3ბ კლასს ჩაენაცვლა შემდეგი კლასები: მე-4ა კლასი - ეკა ხეჩუაშვილი, მე-4ბ კლასი - ქეთევან გაგოშიძე, მე-4გ კლასი - ნინო ტაბატაძე, მე-6 კლასი - ნათია მიქელაძე, მე-7ან კლასი - ირაკლი კუპატაძე, მე-7ბ კლასი - ლაშა ნემსაძე.
თითოეული კლასი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიურობით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო მრავალფეროვნება, სხვადასხვა წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით.
ღონისძიებებს ლაიტმოტივად გასდევდა ღრმა ეროვნული სულისკვეთება. იყო საბავშვო ლიტერატურის მოთხრობებიდან ინსცენირება, სიმღერები, ცეკვები, ბოლოს სიკეთის გამარჯვებით, შერიგებით, სიყვარულით დამთავრდა ყველა სცენარი.
მე-4 კლასის მოსწავლემ, ლაშა თავართქილაძემ სურვილი გამოთქვა წაეკითხა ზურაბ გორგილაძის ლექსი:"საბა". ლექსი თემატურად საახალწლო არ იყო, მაგრამ დამსწრეთ დიდი ოვაცია გამოიწვია ლექსის შინაარსმა. შემდეგ, ლექსის დაწერის მიზეზი საზოგადოებას გააცნო,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა (ციცინო) ანთაძემ და აღნიშნა,რომ იმ "მოპარული" ლექსიკონით, საუბრობს დღეს ეს ძირძველი კუთხე, აჭარა და სწორედ,ეს სკოლა აკეთებს იმ დიდ ეროვნულ საქმეს, რასაც საქართელოს გამთლიანება ჰქვია, გამთლიანება სულით და ხორცით.
მოსწავლეებს სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის მიერ საჩუქრად საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773911 
დღეს: 843 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.