მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

2013 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში,სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ტრადიციული საშობა-საახალწლო ღონისძიებები.
საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება სკოლა-პანსიონში დიდი ხანია მიმდინარეობს. მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით მორთეს და მოკაზმეს სკოლა-პანსიონის დერეფნები. თვალს ახარებს დაკიდული თეთრი ფიფქები, თითქოს შენკენ მოაბიჯებენ თეთრფრთიანი ანგელოზები...
დღეს კი,ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა კიდევ უფრო მეტი ხიბლი შემატეს სკოლა-პანსიონს. საზეიმო ღონისძიებების ციკლი Iა კლასის მოსწავლეებმა გახსნეს (ხელმძღვანელი, მაია ხორბალაძე). ლექსი, საახალწლო ზღაპარი, ცეკვა და სიმღერა... ყოველივე კარგად მიგნებული და შინაარსიანი თემატიკით იყო გადაწყვეტილი. შემდეგ Iბ კლასის (ხელმძღვანელი,ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა გაუზიარეს დამსწრეთ შობა-ახალი წლის მოახლოების სიხარული. გულითადად მოიულოცეს დამსწრეთ IIIა კლასის(ხელმძღვანელი, გუგული ზოიძე) მოსწავლეებმა შობა-ახალი წლის მოახლოება.
თითოეული ღონისძიება ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა. ყველას საკუთარი ხელწერა ამშვენებდა, თუმცა ყველა საშობაო-საახალწლო თემატიკით იყო განმსჭვალული. მოსწავლეები უფალს ევედრებოდნენ: „ღმერთო! შენ დაასწარი ყველა ოჯახი მრავალ ახალ წელს სიხარულით, ბედნიერებით, ნუ მოგვაკლებ შენს ბარაქას. აგვივსე სახლი პურით, მარანი ღვინით. მტერი დაგვილიე, მოკეთე გაგვიძლიერე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. ამინ!
სკოლა-პანსიონისგან ყველა მოსწავლეს საჩუქრად საშობაო-საახალწლო ნუგბარი გადაეცა.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773934 
დღეს: 866 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.