მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

„ბარბარობა“ სკოლა-პანსიონში

17 დეკემბერს, წმიდა ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ სადღეღამისო პანსიონური მომსახურეობით პედაგოგები და მშობლები ღონისძიებაზე: „ერთ ნაჭერ ლობიანის კვერსა და ჭიქა ჩაიზე“ მიიწვიეს.
ლამაზად და გემოვნებით გაწყობილ ფოიეში, სუფრას მშობლები და მასწავლებლები შემოუსხდნენ. შეხვედრა გახსნა, პანსიონის კოორდინატორმა, ნინო ცეცხლაძემ. თითოეულ ლექსა და სიმღერაში იგრძნობოდა სამშობლოს, უფლის და მოყვასის სიყვარული. შეხვედრა პატრიოტულ მოტივებსა და ურთიერთსიყვარულის სწავლაზე იყო აგებული. მოსწავლეებმა თავდაპირველად დამსწრეთ მიულოცეს წმიდა ბარბარეს ხსენების დღე: „გვინდოდა დღეს თქვენთვის გვემასპინძლა, მასპინძლობა კი ტრადიციად გვინდა ვაქციოთ. ვიცით, დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებთ ჩვენთან სტუმრობას, ჩვენთან მობრძანებას და გადავწყვიტეთ 17 დეკემბერს, თქვენი სტუმრობა დავიბედოთ. გვინდა გაჩვენოთ ჩვენი ყოფა-ცხოვრება და პატარა შემოქმედება. ვერც ვერაფრით გაგაკვირვევბთ და არც ვაპირებთ ამას, უბრალოდ გვინდა მოგესიყვარულოთ, მშობლებს მონატრებულებს, გვინდა მშობლიური სითბო ჩვენც ვიგრძნოთ, მკერდზე თავი მოგაყრდნოთ და ყურში ჩაგჩურჩულოთ: გვიყვარხართ. კარგად ვიცით თქვენი ამაგის ფასი. ვერასოდეს გადაგიხდით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, არ გიღალატებთ, არ მიგატოვებთ, ხოლო - ცხოვრების მარადიულ საგზლად თან თქვენდამი მადლიერების გრძნობას წავიღებთ“.
ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა, სიმღერას ცეკვა. საცოარი მონდომება და გულწრფელობა იგრძნობოდა მათ შემოქმედებაში.
აი, ასეთი „ოქროს სიტყვებით“ ეფერებოდნენ მოსწავლეები პედაგოგებს: - „აქ თქვენ ერთ დიდი ოჯახს ხედავთ, თითოეული ჩვენგანი ერთმანეთის ზრუნვით ვცხოვრობთ. ისეთ რამეს ვსწავლობთ, რასაც სხვაგან, სხვა ურთიერთობაში ვერასდროს ვისწავლით. საქართველოს ყველა კუთხის შვილები თბილსის ერთ ლამაზ უბანში, ღვთის მადლით ერთ ჭერქვეშ მოვხვდით, რა თქმა უნდა უმეტესობა მთიანი აჭარიდან ვართ, იმ კუთხიდან, მტერმა რომ ვერ გაათათრა, ვერ დააჩოქა, ვერ მოისყიდა. სამასწლიან ჯვარცმას ღირსეულად გაუძლო და დედასთან დიდი ხნით განშორებული უფრო მეტი სიყვარულით დაუბრუნდა. ...ჩვენ არ მოვხიბლულვართ მტრის მიერ შემოთავაზებული ფუფუნებით, აქ თუნდაც ბევრ რამეს მოკლებულებს აქ გვირჩევნია ყოფნა და სწავლა. აქ ხომ ჩვენს სამშობლოში ვართ, ჩვენს დედასთან - თბილისთან“.
პედაგოგებს თვალები დაეცრემლათ, ბავშების გულწრფელობამ და სიყვარულმა გულგრილი არავინ დატოვა...
სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებს ლამაზი ღონისძიებისთვის და გულითადად მიულოცა დამსწრეთ ბარბარობა.
ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს მუსულმან ქართველთა ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი - ფოფოდია, ნანა (ანთაძე).
დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში. დღეს ბარბარობაა, წმიდა ბარბარე კი ბავშვების განსაკუთრებული შემწე და მფარველია. მისი შემწეობა არ მოუშალოს ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს და ყველა ბავშვს სრულიად საქართველოში. ამინ!!!



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773920 
დღეს: 852 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.