მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება პროექტი: “მოგზაურობა წიგნის სამყაროში"

2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება პროექტი: “მოგზაურობა წიგნის სამყაროში“. ამჟამად, კვლავ მოეწყო გამომცემლობა „პალიტრა ლ“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
სკოლა-პანსიონში ხშირად ეწყობა სხვადასხვა გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი წიგნების გამოფენა-გაყიდვები, რომლის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ წიგნიერებას ეზიაროს მომავალი თაობა და უკეთ გაათვითცნობიეროს წიგნის დანიშნულება. წიგნი არის განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება, ის ღია კარია, რომელსაც სხვა ადამიანების ცხოვრებაში შევყავართ. წიგნის საშუალებით ჩვენი თვალთახედვა ერწყმის სხვა ადამიანების თვალთახედვას და სამყაროს გაასმაგებული სისავსით შევიგრძნობთ. მისი დანიშნულებაა ადამიანს მიაწოდოს მისთვის საინტერრესო ინფორმაცია ან დროის გარკვეული ნაწილი უბრალოდ სასიამუვნოდ გაატარებინოს.
„პალიტრა ლ“ - მა ამჯერადაც ძალზედ მრავალფეროვანი ლიტერატურა შემოგვთავაზა: საისტორიო, სათავგადასავლო, დეტექტიური, სასიყვარულო, საპროგრამო... დღეს, სკოლა-პანსიონის ფოიეში ყველას შეეძლო მისთვის საინტერესო წიგნი შეერჩია და თან ძალზედ ხელმისაწვდომ ფასად, როგორც “პალიტრა ლ“ - ის მენეჯერმა მარიამ ქავთარაძემ აღნიშნა: „პალიტრა ლ" (როგორც ჩვენი სკოლა-პანსიონის მეგობარი გამომცემლობა), პედაგოგებსა და მოსწავლეებს სთავაზობს 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას“...
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ იზრუნა სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკის მრავალფეროვნებასა და წიგნადი ფონდის შევსებაზე და სკოლა-პანსიონს საჩუქრად გადასცა 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ! ასევე 49 ტომი სხვადასხვა სახის საინტერესო ლიტერატურა.
ნუ მოვიკლებთ სიამოვნებას სხვადასხვა ავტორების მიერ შექმნილ სამყაროში ვიმოგზაუროთ და გავიზიაროთ დადებითი გმირების განცდები...



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773912 
დღეს: 844 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.