მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მეოთხეკლასელები სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დიმიტრი თავდადებულის სახელობის მე-4გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი, ნინო ტაბატაძე), სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, 2013 წლის 4 დეკემბერს, ეწვივნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს და დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები.


მოსწავლეებმა თავდაპირველად დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის ოქროს ფონდი. მოინახულეს მუზეუმის საგანძურში გამოფენილი ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქრის, საიუველირო ნაკეთობების, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ძეგლები. ასევე, ძველი ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები. მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო თანამედროვე ქართველი მხატვრის, შალვა მატუაშვილის მიერ შესრულებულმა ნახატების გამოფენამ, რომელიც მუზეუმში კვირის ბოლომდე გასტანს.

მოსწავლეებმა მუზეუმის შემდეგ მოინახულეს ძველი თბილისი, გამოიარეს კრწანისის უბანში, სადაც დაათვალიერეს კერძო ეზო-მუზეუმში დაცული საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კუთხეები. ბავშვები მოიხიბლნენ ულამაზესი გარემოთი, პედაგოგი ესაუბრა მათ დედაქალაქის დაარსებაზე, შეახსენა მოსწავლეებს ვახტანგ გორგასალის წვლილი და დამსახურება თბილისის აღმოჩენაში.


მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა და მათ მეგზურობას უწევდა კლასის დამრიგებელი ნინო ტაბატაძე.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773911 
დღეს: 843 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.