მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ასი ათასი მოწამის პარაკლისს დაესწრნენ

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, თანამშრომლები და წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით დაესწრო მეტეხის ხიდთან გამართულ პარაკლისს, რომელიც მეუფე თეოდორემ (ჭუაძე, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი) აღავლინა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.
100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.

ამ მადლმოსილ დღეს ყველა ქართველი დიდი სიყვარულით ულოცავდა ერთურთს, სიკეთის, სათნოების, ბედნიერების, ერის გამთლიანების სურვილით, თითქოს ზეცას სწვდებოდა ლოცვის ხმა...ღრუბელი გაიფანტა და მზის სხივება გაათბო გარემო...სავედრებელი პარაკლისის დასრულების შემდეგ მტკვარი გაივსო ლამაზი ყვავილებით...ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოსთვის უდიდეს გმირებს, ერის მოწამეებს...დიდებული მრვალჟამიერი გუგუნებდა ერის სადიდებლად. ყოველივე ამის მხილველს , რწმენა გიღრმავდება, რომ ქვეყანას უთუოდ დაუდგება კეთილი მომავალი, მრავალჟამიერ!
100 ათასი მოწამის ერთსულოვნება მოგვმადლოს უფალმა , მათი მადლი და ლოცვა გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს, აწ და მარადის! ამინ!!!





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773911 
დღეს: 843 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.