მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის ცხრა მოსწავლე სამების საკათედრო ტაძარში მოინათლა

2013 წლის 11 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთევით საყოველთაო ნათლობა გაიმართა, სადაც მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და საპატრიარქოს მუსულმან ქართველებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ნანა ანთაძე. ამ დღეს ჩვენი სკოლა-პანსიონის ცხრა მოსწავლემ იღო ნათელი.
და დადგა დღე მადლმოსილი...ამ დღეს დიდი ხანია ელოდნენ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ზემო აჭარიდან, საქართველოს პატრიარქი მათი ნათლია უნდა გამხდარიყო...
სამების საკათედრო ტაძარში ნათელს იღებდნენ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მუსულმანი ქართველები სამთაწყაროდან, წინწყაროდან, ჩვილი ბავშვები, მოზარდები, უფროსები კი უბრუნდებოდნენ ძირძველ, მამა-პაპათა სარწმუნოებას, რომელიც დროებით, ბედის უკუღმართობით წაართვეს...
ჩვენი სკოლა-პანსიონიდან ნათელი იღეს და პატრიარქოის ნათლულები გახდნენ შემდეგი მოსწავლეები: სალაძე თემური, თაგოშვილი თორნიკე, ცეცხლაძე დავითი, ძირკვაძე დათა, არძენაძე ნიკა, სარაჯიშვილი არმაზი,, ბერიძე ენრიკე, ბერიძე საბა, ცეცხლაძე ჯონი...
მოსწავლეები მღელვარებასთან ერთად, სიხარულს ვერ მალავდნენ... ძნელია სიტყვებით გამოხატო ის საყოველთაო აღფრთოვანება, ის უხილავი სულიერება რაც გარდამოდიოდა, ის სითბო და სიყვარული, რაც გულებს გვითბობდა და ერთურთს კიდევ უფრო გვაახლოებდა, კიდევ უფრო გვაყვარებდა მოყვასს...
ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდა და ნათლულები დალოცა კათოლიკოს-პატრიარქმა: "გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, როგორც უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და შევთხოვ უფალს, რომ დალოცოს ერი თავისი. საქართველო, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის, მადლობა უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს მადლს, სიბრძნეს, ღმერთი გვიჩვენებს გზას სასუფევლისკენ. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და წმიდა ნათლობის მიღებას. თქვენ ყველანი ამიერიდან იქნებით ჩემი ნათლულები და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა იყოს თქვენი". ამავე დღეს უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ
ახლადმონათლულებს საჩუქრად გადასცა ნათლობის მოწმობა, ბიბლია, სანთლები, ჯვრები, საეკლესიო ლიტერატურა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი - ეს ერთგავრი წყაროა სიყვარულისა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა-პანსიონის მუსულმანი და ქრისტიანი ბავშვები ერთად თანაცხოვრობენ და მათი მშობლების უმრავლესობა მუსულმანური აღმსარებლობისაა, მათ შორის სიყვარული არ დარღვეულა. ღვთის საქმის ქადაგება დიდ სიყვარულს ბადებს. თბილისში ახალგაზრდები და ბავშვები უფრო ხშიარდ დადიან სამლოცველოებში და მერე მათ, ლოცვების მოსასმენად ტაძარში მშობლები მიჰყავთ. აჭარაშიც ასე ხდება, თაობა იცვლება და ხვდებიან, რომ მათი წინაპრები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სარწმუნოებისთვის, მათ რწმენასთან დაბრუნება და შერიგება უნდა მოხდეს.
და ახლა, ფრიდონ ხალვაშის ამ ლექსით გეფერებით, განსაკუთრებით ახლად მონათლულებს...

საქართველო აჯილდოებს
განა მხოლოდ შვილს და პოეტს, _
აჭარაში გადარჩენილ
ქართულ სიტყვას აჯილდოებს.
უხარია ხიხან-სხალთის
ფიქრებს, სევდად დანატოვებს,
გაღვიძებულ დანდალოში
განედლებულ ვაზის რტოებს.
გონიოში ბებერ კედლებს
ფრთას ზღვაური დაატოლებს,
ამღერება მოუნდება
სამასი წლის სიმარტოვეს.
სინაზეზე ნაზად დედა
ალერსს ჩამიიადონებს,
ახალ ნანას გამაგონებს,
კვლავ სიყვარულს შთამაგონებს.
დღეს ჭოროხი კახაბერში
ჯავრის ზვირთებს დაიმდორებს,
გადარჩენილ მის სიმღერას
საქართველო აჯილდოებს.

საყოვეთაო ნათლობას ესწრებოდნენ: სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, სკოლა-პანსიონის თანამშრომელი, კონსერვატორული პარტიის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ბოლქვაძე და სკოლა-პანსიონის თანამშრომლები.



      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773944 
დღეს: 876 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.