მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-11 კლასის მოსწავლეები სპექტაკლზე - „თანმდევი სული“

2013 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის წმიდა წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე-11ა (დამრიგებელი: ლელა ჯანაშვილი) და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მე-11ბ (დამრიგებელი: თამარ მიქავა) კლასის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მიიწვიეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, სადაც ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით: „თანმდევი სული“ (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.)
ბევრი იცოდნენ ილია ჭავჭვაძის ღვაწლის შესახებ ჩვენმა მოსწავლეებმა, მაგრამ ამ სპექტაკლის ხილვისას, უპირველეს ყოვლისა, ილია ჭავჭავაძის პიროვნების და მოღვაწეობის ბოლომდე გაცნობა და გაცნობიერება შეძლეს. სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაანახა მათ ილიას შემოქმედების წიაღი და სიბრძნე, თავდადება სამშობლოს წინაშე, ის ხომ ისევე ამოუწურავია, როგორც მზის სინათლე და ზეცის სიღრმე...
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის (ხარაგაულში თეატრალური მოღვაწეობა მე–19 საუკუნიდან იღებს სათავეს. თეატრის დამაარსებელნი – შალვა ხარაძე, ასლან ლომსაძე. დაარსების თარიღი - 1910 წელი. ამ დროიდან სპირიდონ კიკნაძის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები, რომლის სულისჩამდგმელებიც შალვა ხარაძე და ცნობილი ექიმი ასლან ლომსაძე იყვნენ, მათ შემოიერთეს ნიჭიერი ახალგაზრდები: ნ. გურგენიძე, ნ. დეკანოსიძე, ტ. ვეფხვაძე, ე, მაღრაძე, ი. დეკანოსიძე, მ. მანჯავიძე, ლ. ჭიპაშვილი. ხარაგაულელთა სპექტაკლებში, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სახელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, მარი მდივანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე. ოციან წლებში სცენისმოყვარულთა დასის ადგილსამყოფელი რკინიგზელთა კლუბი იყო. დასს ხელმძღვანელობდა კლუბის გამგე ნოე აბაშიძე. 30-50-იან წლებში ხარაგაულში უკვე მუდმივმომქმედი დასი არსებობდა, რომელსაც 1943--47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. სწორედ აქ მიიღეს თეატრალური ნათლობა საქართველოს სახალხო არტისტებმა-რეჟისორმა იური კაკულიამ და კინორეჟისორმა დევი აბაშიძემ. 1947 წელს სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ არსებობა შეწყვიტა ხარაგაულის თეატრმაც, თუმცა მოყვარულთა თეატრალური კოლექტივი მაინც მოღვაწეობდა. 1959 წელს ხარაგაულის თეატრს სახალხო წოდება მიენიჭა სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე იყო. მის სახელს დღესაც სიამაყით ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი) უნიჭიერესმა მსახიობებემა ოსტატურად შეასრულეს და წარმოაჩინეს ილია ჭავჭავაძე თავისებური თავგანწირვის სულისკვეთებით, ადამიანი, რომელიც კალამშეუსვენებლივ აკეთებდა საქმეს სამშობლოსათვის, მისი ნაწარმოებები ყოველთვის აღვიძებს თავისუფლების წყურვილს მიძინებულ ქართველში, შეახსენებს მას, რომ კაცია ადამიანი და ამ ნებაყოფილობით მისიას, გარდა, ნათელი აზრებით დახუნძლული პუბლიცისტიკისა, საკუთარი მხატვრული შემოქმედებითაც ახორციელებს...
თეატრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და მსახიობებს შორის. მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს მსახიობებმა ამომწურავი და შინაარსიანი პასუხები გასცეს. ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ მეგზურობას უწევდნენ: სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, დამრიგებლები: ლელა ჯანაშვილი და თამარ მიქავა.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773938 
დღეს: 870 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.