მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-4 კლასის მოსწავლეები თბილისის დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-4ა (დამრიგებელი, ეკატერინე ხეჩუაშვილი), წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-4ბ (დამრიგებელი, ქეთევან გაგოშიძე), წმიდა დიმიტრი თავდადებულის სახელობის მე-4გ კლასის (დამრიგებელი, ნინო ტაბაატძე) მოსწავლეები, სკოლა-პასნიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე თბილისის დენდროლოგიურ პარკსა და „გარდენია შევარდნაძის“ დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობაში.

დენდროლოგიური პარკი - გაშენებულია თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე 1956-1970 წლებში, 300 ჰა ფართობეზე. აქ მსოფლიო პარკმშენებლობის პრაქტიკაში პირველად გამოიყენეს დიდ ფართობზე 15-20 წლიანი, კომით გადატანილი, ხეები და ბუჩქები, რომლებიც შემოიტანეს საქართველოს ყველა სატყეო მეურნეობიდან და კავკასიის ბოტანიკური ბაღებიდან. პარკში მსოფლიოს ყველა გეოგრაფიული სარტყელიდან 700-ზე მეტი სახეობის მცენარეა. პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა.დენდრო პარკი ასრულებს სამეცნიერო-სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას. პარკის გაშენდა ი. ჩოდრიშვილის მიერ.
პედაგოგები ესაუბრნენ მოსწავლეებს დედაბუნების მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დაათვალიერეს შემოდგომის ყვავილები, მოიხიბლნენ მცენარეთა მრავალფეროვნებითა და სილამაზით, დატკბნეენ უმშვენიერესი გარემოთი.
შემდეგ გამოიარეს დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობაში, სადაც ბავშვებს და პედაგოგებს დახვდათ ლამაზი ფერები, სურნელი, გემოვნებით მოწყობილი გარემო.

ბიოლოგ-ბოტანიკოსის ზურა შევარდნაძის მიერ შექმნილ სამყაროში - გარდენიაში - სხვადასხვა ფერის, სახის, განსხვავებული სილამაზის მცენარეები ხარობს. აქ საქართველოში მოყვანილ 4200 მცენარეს ნახავთ.
მოსწავლეებს შეხვდა და უმასპინძლა მთავარმა მებაღემ, ზურა შევარდნაძემ. ბატონი ზურა ესაუბრა მათ მცენარეების მოვლასა და გამრავლებაზე.
მოსწავლეები კმაყოფილები და ძალზედ ნასიამოვნები დარჩნენ ამ ერთი ძალიან ბედნიერი და კარგი დღით. ასეთი დღეებით მოსწავლეებს უხალისდებათ განწყობა და ნამდვილად შეიგრძნობენ ბავშვური ცხოვრების გემოს.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773933 
დღეს: 865 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.