მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პირველი კლასის მოსწავლეებმა მცხეთის სიწმიდეები მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა ნინოს სახელობის პირველი კალსის (დამრიგებელი, მაია ხორბალაძე) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით, მოილოცეს საქართველოს ძირძველი ქალაქის, მცხეთის სიწმიდეები.
თავდაპირველად მოსწავლეები ეწვივნენ ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლს, ჯვრის მონასტერს, მოსწავლეები აღაფრთოვანა მთის ფერდობზე შეფენილმა ბუნებამ და განსაკუთრებულმა ხედებმა, რომლებიც თვალწინ იშლება ჯვრის მონასტრის ეზოდან რომ გადაყურებ მცხეთას, რომელსაც ყველა აღტაცებაში მოჰყავს. შემდეგ გამოემართნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისაკენ, მოსწავლეები მოხიბლა სვეტიცხოვლის დიდმა ნაგებობამ, ყველაფერს ინტერესით აკვირდებობდნენ. იგალობეს „მამაო ჩვენო“ და „ღირს არსი“, პატარების ლამაზმა ხმოვანებამ უცხოელი ტურისტების ყურადღებაც მიიპყრო. უცხოელებთან ერთად მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
წინ კიდევ ერთი დიდი სიწმიდე, სამთავროს დედათა მონასტერი ელოდათ, სადაც მოილოცეს წმიდა ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებელი და სალოსის საფლავი, მაყვლოვანი, ბავშვები დალოცა დედა პარასკევამ.
მოსწავლეები მადლმოსილნი და კმაყოფილნი დაბრუნდნ ექსკურსიიდან, ეს ხომ მათთვის პირველი მოლოცვა და პირველი შთაბეჭდილებები იყო, რომლებიც დიდხანს გაყვებათ და ემახსოვრებათ.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა და მათ მეგზურობას უწევდა დამრიგებელი, მაია ხორბალაძე და მათი მშობლები.



      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- დეა ბეგოიძე
- ვახტანგ ხუბაშვილი






























შემოსვლები
სულ: 773911 
დღეს: 843 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.