Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მონასტრის მოლოცვისას სასწაულთმოქმედების მოწმენი გახდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის Iა კლასის (ხელმძღვანელი ეკატერინე ხეჩუაშვილი) მოსწავლეებმა წმიდა ასურელი მამის შიო მღვიმელის ხსენების დღეს მოილოცეს შიომღვიმის მონასტერი.

პატარების ჟრიამული და გულიდან წამოსული გალობა მოედო ირგვლივ ყოველივეს. ბავშვებმა სიყვარულითა და დიდი მოკრძალებით მოილოცეს წმიდა შიოს საფლავი.
მოლოცვისას სასწაულთმოქმედების მოწმენი გახდნენ. თვალნათლივ იხილეს, რომ მთავარანგელოზის ხატზე ზემოდან გამოისახა უფლის ხელთუქმნელი ხატი.

წმიდა დიდმოწამე შიოს ხსენების დღეს, წელიწადში ერთხელ საკურთხევლიდან ხდება წმიდა ნაწილების გამობრძანება. აღსაზრდელებს მიეცათ შესაძლებლობა შეხებოდნენ წმიდანის უხრწნელ ნაწილებს.

ღვთის მადლით და პედაგოგის ეკატერინე ხეჩუაშვილის დამსახურებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა 13 აღსაზრდელი.

სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, მაყვალა (მარიამ) ანთაძე კი ესაუბრა ბავშვებს წმიდა შიოს ცხოვრებასა და დიდ ღვაწლზე.
დიდებული სასწაულის ხილვით მადლმოსილი მოსწავლეები და პედაგოგები დაბრუნდნენ სკოლა-პანსიონში.



      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613161 
დღეს: 156 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.