Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ზედაზენის მონასტერი მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის VIბ კლასი (ხელმძღვანელი მაია ნამორაძე) იმყოფებოდა ზედაზენის მონასტერში, წმიდა იოანე ზედაზნელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

ბავშვებმა მოილოცეს მონასტერი, მოინახულეს კელია, სადაც ცხოვრობდა წმიდა იოანე ზედაზნელი.
წელიწადში ერთხელ იცვარება იოანე ზედაზნელის წმიდა საფლავი. სწორედ ამ დღეს, უფალმა მადლი მოიღო და დიდებული სასწაულის მოწმე გახდნენ სკოლა-პანსიონის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მონასტრის წინამძღვრისაგან აიღეს კურთხევა და შეასრულეს საგალობელი.
მომლოცველები ჩერდებოდნენ, უსმენდნენ ბავშვების გალობას და კითხულობდნენ მათ ვინაობას.

ბავშვებმა იქ მყოფი ჯარისკაცების ყურადღებაც კი მიიპყრეს, რომლებმაც აღნიშნეს რომ იმედისმომცემია, როცა ქვეყანაში ასეთი ნიჭიერი მომავალი თაობა მოდის.

საბოლოოდ კი, ღია ცის ქვეშ, მონასტრის ეზოში, რელიგიის პედაგოგმა სოსო აფაქიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი. ის ბავშვებს ესაუბრა ასურელი მამების ღვაწლზე, კერძოდ კი გააცნო იოანე ზედაზნელის ცხოვრება და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.

ღია გაკვეთილს ინტეგრირებული სახით შეუერთდნენ პედაგოგები მაყვალა ანთაძე და თამთა ხარატიშვილი.
ბავშვები ცოდნით გაღრმავებული და მადლით სავსე გულებით დაბრუნდნენ სკოლა-პანსიონში.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613188 
დღეს: 183 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.