Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-5ბ კლასის მოსწავლეები ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელს, ჩარგალს სტუმრობდნენ

2013 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით წმიდა მირიან და ნანა დედოფლის სახელობის მე-5ბ კლასის (დამრიგებელი, ნათია მიქელაძე) მოსწავლეები იმყოფებოდნენ ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში.
მოსწავლეები ტავდაპირველად ეწვივენენ დიდი, ქართველი მგოსნის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, რომელიც დაარსდა 1961 წელს. დაათვალიერეს მასში დაცული, როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში აგრეთვე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული,გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.
გზად ანანურში შეიარეს... გაიარეს არაგვის ხეობა... ამ სილამაზის ხილვისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს ქართული პოეზიის მარგალიტები: „მორბის არაგვი, არაგვიანნი, თან მოსძახიან მთანნი ტყიანნი და შეუპოვრად მოუთამაშებს, გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს“. .. „ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა“...
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები: ნათია მიქელაძე, გაიოზ ზანდარაშვილი, ლელა ხომასურიძე.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613894 
დღეს: 247 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.