Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-7ა კალსის მოსწავლეები ექსკურსიაზე - ატენის სიონსა და უფლისციხეში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-აპანსიონის, წმიდა ნიკოლოზის სახელობის მე-7ა კლასის (დამრიგებელი, იოსებ აფაქიძე) მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე - ატენის სიონსა და უფლისციხეში.
თავდაპირველად ეწვივნენ ატენის სიონს - ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა. ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, ხოლო იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი სპასპეტის საგამგეოში შედიოდა.
პედაგოგი იოსებ აფაქიძე ესაუბრა მოსწავლეებს ატენის სიონი შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ატენის სიონის უძველესი წარწერის მნიშვნელობაზე.
შემდეგ გაეშურნენ უფლისციხისაკენ, სადაც დაემგზავრნენ უცხოელი სტუმრები. მოსწავლეები მათ ესაუბრნენ უფლისციხის სიდიადეზე. უფლისციხე - წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
მოსწავლეები კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ექსკურსიიდან. ბავშებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები ირაკი კუპატაძე, გიორგი მაჭარაშვილი და კალსის დამრიგებელი, იოსებ აფაქიძე.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613181 
დღეს: 176 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.