Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის დირექტორმა პირველკლასელებს წარმატებული არდადეგების გატარება უსურვა

2011 წლის 19 მაისს თბილისის წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის Iბ კლასმა (დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) ჩაატარა ღონისძიება “ანბანის გაცილება”, რითაც შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი. პატარებმა ღირსეულად წარმოაჩინეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და გააცოცხლეს პერსონაჟები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან.

საანბანო ზეიმს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა (მარიამ) ანთაძე და მოწვეული სტუმრები ესთეტიური აღზრდის ცენტრიდან, ქალბატონები: გულჩინა ბირკაია, ლია ვაშაძე, ნანული შუბითიძე, რომლებმაც ცენტრის მიერ გამოცხადებულ კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებისათვის სტუმრებმა დააჯილდოვეს Iბ, IVბ და IIIბ კლასის მოსწავლეებიც.
ესთეტიური აღზრდის ცენტრის წარმომადგენლებმა გამოცხადებულ კონკურსში მოსწავლეთა მასიურად ჩაბმისათვის მადლობა გამოუცხადეს და სიგელები გადასცეს დირექტორის მოადგილეს ზოგადი განათლების დარგში, მარიამ (მაყვალა) ანთაძეს, წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის Iგ კალსის დამრიგებელს ნინო ტაბატაძეს და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის Iბ კლასის დამრიგებელს ქეთევან გაგოშიძეს.

ქალბატონმა ქეთევან გაგოშიძემ, Iბ კლასის დამრიგებელმა, მოსწავლეების დაჯილდოების შემდეგ წარადგინა Iბ კლასის მიერ მომზადებული საანბანო ღონისძიება, სადაც პატარებმა სცენაზე გაითამაშეს როლები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

ღონისძიების დასასრულს კი სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა პირველკლასელები, მათი მშობლები, მობრძანებული სტუმრები და პატარებს მშვიდობიანი და წარმატებული არდადეგების გატარება უსურვა.

საბოლოოდ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა (მარიამ) ანთაძემ და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებლებს ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიებების წარმოდგენისათვის.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613176 
დღეს: 171 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.