Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა კახეთის სიწმიდეები მოილოცეს

2013 წლის 9 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-აპნსიონის, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის მე-8ბ კლასის (დამრიგებელი, მაია ნამორაძე) მოსწავლეებმა მოილოცეს - ალავერდის, გრემის, ნეკრესის სიწმიდეები.
ნეკრესი - სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მისი შუა ნავი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე განაპირა ნაწილები და ამასთანავე მეტად ვიწრო. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ. მეტრია. შესასვლელები გვერდითა ნავებიდან აქვს.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ის ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილის თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოსის ნერსე I პართელთან (353-373). „და დაჯდა მეფედ ძმა მისი თრდატ და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე: სომეხთა კათალიკოსისა დიაკონი იობ და მეფემან რუ სთვისა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა და მისზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღიშენა განსრულებით“), გრემი - მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწერილი. ყოველი გამვლელი, სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, აღტაცებაში მოდის ამ კომპოზიციით, რომელსაც ქმნის მთასთან შერწყმული ანსამბლი, ალავერდი - „ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა. „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს. VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებულის დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა).
მოსწავლეებმა იგალობეს. პედაგოგი იოსებ აფაქიძე ესაუბრა სიწმიდეების შესახებ, გააცნო ბავშვებს მათი ისტორია.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ: იოსებ აფაქიძე, ქეთევან ყანდარელი, თეა ნინუა, გაიოზ ზანდარაშვილი და კლასის დამრიგებელი, მაია ნამორაძე.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613882 
დღეს: 235 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.