Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე - „სამეფო გვირგვინი“

2013 წლის 5-8 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობას ღებულობდნენ ნიკო ბაგრატიონის თავადაზნაურთა სკოლა-ლიცეუმის (დირექტორი, ლია ბაგრატიონ-მუხრანელი) სასწავლო-შემეცნებით და შემოქმედებით კონკურსში: „სამეფო გვირგვინი“, რომელიც მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს, პირველი ქრისტიანი სამეფო ოჯახის, წმიდა მეფე მირიანის და ნანას ხსენების დღეებში გაიმართა.
კონკურსი „სამეფო გვირგვინი“ სკოლა-ლიცეუმმა წელს პირველად დააფუძნა ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო და საპატრიარქოს სკოლების მოსწავლეთათვის. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა და წაეხალისებინა ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები, გაეძლიერებინა მათი პოზიცია ქრისტიანულ, ეროვნულსა და ტრადიციულ ფასეულობებზე, ყურადღება გაემახვილებინა ქართველ მეფეთა, ღვთისმსახურთა, წმიდანთა, მხედართმთავართა, ქართული კულტური მოღვაწეთა ცხოვრებასა და დამსახურებაზე. კონკურსი ჩატარდა დევიზით: „მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე“. ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში.
8 ივნისს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა კონკურსის დახურვა, სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და დიპლომები. საგნობრივ ტურებში პირველ ადგილზე გავიდნენ: ქართული ენა და ლიტერატურა - მაია ბერაია, მე-8ბ კლასი, პედაგოგი, თამარ ხარატიშვილი, თამარ სამხარაძე, მე-9ა კლასი, პედაგოგი, ფატი მუშკუდიანი, ანა მეცხოვრიშვილი, მე-10ა კლასი, პედაგოგი, თამარ მიქავა. მეორე ადგილი - ბარბარე სუხიშვილი, მე-4ა კლასი, პედაგოგი, მაია ხორბალაძე, ნანუკა ფესტვენიძე, მე-4ა კლასი, პედაგოგი მაია ხორბალაძე. ბარბარე ჩუგოშვილი, მე-5ბ კლასი, პედაგოგი, ნათია მიქაძე. შორენა ამანათაშვილი - მე-9ბ კლასი, პედაგოგი, თამარ მიქავა. ქეთევან ლაცაბიძე, მე-11ა კლასი, პედაგოგი, მარიამ ანთაძე. მე-3 ადგილი - გურამ თვარაძე, მე-4ა კლასი, პედაგოგი, მაია ხორბალაძე, ნუცა ნათენაძე, მე-5ბ კლასი, პედაგოგი, ნათია მიქელაძე. მიხეილ ირემაძე, მე-9ა კლასი, პედაგოგი, ფატი მუშკუდიანი. მათემატიკა - ბარბარე ჩუგოშვილი, მე-4ა კლასი, პედაგოგი, მაია ხორბალაძე.
მოსწავლეთა კონფერენციაში წარმატებები მოიპოვეს და სკოლა-ლიცეუმის საპატიო სიგელებით დაჯილდოვნენ მე-11ბ კლასის მოსწავლე, მარიამ ალთუნაშვილი, პედაგოგი, მაყვალა ანთაძე, და მე-9ა კლასის მოსწავლე, ანაბელ ვერძაძე, პედაგოგი, თამარ მიქავა.
ლიცეუმის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი სკოლა-პანსიონის ფოლკლორულმა ანსამბლმა „არსიანმა“ (ხელმძღვანელი, დავით შანიძე), რომელმაც კონკურსზე შეასრულა ქართული ხახური სიმღერა, „თამარიო“ და საგალობელი, „ნეტარ არს კაცი“.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს ამ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. აღნიშნული სახის კონკურსები უდაოდ უწყობს ხელს მოსწავლეთ სასწავლო-შემეცნებითი ცოდნის ამაღლებას.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613176 
დღეს: 171 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.