Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა მოწამეთა მოილოცეს

2013 წლის 8 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა გიორგის სახელობის მე-8ა კლასის (დამრიგებელი, მაყვალა ანთაძე) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე - სათაფლიასა და მოწამეთაში.
ქუთაისის გზიდან მარცხნივ მიუყვები „სათაფლიის" გზას. ნაკრძალის ჭიშკრის გავლის შემდეგ, გზიდან მარჯვნივ დინოზავრის ნაკვალევია. „სათაფლიის" დინოზავრის ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. აქ არქეოლოგიურ წარსულში, როცა ზღვის სანაპირო იყო, ეს მიდამოები დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ფეხის ანაბეჭდი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში. უდიდეს სილამაზეს ეზიარნენ ბავშვები. სათაფლიის მღვიმეში შესვლით, კიდევ ერთხელ გადააბიჯებ ათასწლეულებს, აქ გავიწყდება ცივილიზაცია და პრეისტორიულ ხანაში ბრუნდები. ამ შეგრძენებებს კი დინოზავრის ნაკვალევთან შეხვედრა იწვევს. მიწისქვეშ კი, არანაკლები მძაფრი შეგრძენები გელოდება: სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სამყაროში.
დასეირნებდნენ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ”კოლხურ ტყეში”, მოკირწყლულ ბილიკებზე და ტკბებოდნენ სათაფლიის განუმეორებლობით.

წინ დიდი სიწმიდის მოსალოცად უხმობდა მოსწავლეებს დიდებული მოწამეთა. მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული. სამი მხრივ ამ ადგილს მდინარე წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ყველა მნიშვნელოვანი ძეგლის ისტორიას დაწვრილებით აცნობდნენ პედაგოგები მოსწავლეებს.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ მეგზურობას უწევდნენ, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, კლასის დამრიგებელი, მაყავალა ანთაძე და პედაგოგები: ირაკლი გულედანი, ზურაბ გოგოლაძე, გუგული ველიაძე.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.