Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიხსნა ფერწერის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

2013 წლის 11 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიხსნა ხელოვნების მიმართულების, ფერწერის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ფერწერის წრე გასულ წელს, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა. წრეს ხელმძღვანელობს პედაგოგი, გაიოზ ზანდარაშვილი (ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი). ამ მოკლე ხნის განმავლობაში ნორჩმა მხატვრებმა ბევრ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა და სათანადო შედეგიც მოიპოვეს. მამა მირიანის ძალისხმევით, შეძლებისდაგვარად, კეთილმოეწყო ფერწერის სახელოსნო, შეძენილ იქნა მოლბერტები და საჭირო ატრიბუტები. მოსწავლეებს, მათ შორის, განსაკუთრებით მათ, ვინ პანსიონური მომსახურეობით სარგებლობენ, ფერწერის სახელოსნოში მიუხარით და „ხატვის სამყაროში“ ეზიარებიან პალიტრის ჯადნოსუნ სამყაროს.
ამჟამად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაგო ნიკოლაძის, მიშა ირემაძის, დაჩი მთიულიშვილის, თორნიკე შველიძის, გიგა ყაფლანიშვილის, დავით წელაურის, ანა წვერიკმაზაშვილის, ირაკლი ჭიტაძის, მიხო მემანიშვილის, სანდრო ფოჩხიძის, თამარ მელიქიძის ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენის გახსნას ბევრი დამთვალიერებელი ეწვია: პედაგოგები, მშობლები. კმაყოფილებას ვერ მალავდა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხრაძე, რომელმაც დალოცა ყველა ნორჩი მხატვარი, მადლობა გადაუხადა პედაგოგ, გაიოზ ზანდარაშვილს და აღნიშნა, რომ დიდი მოთხოვნაა ხატმწერთა ჯგუფის გასახსნელად და მომავალი სასწავლო წლიდან, სკოლის ხელმძღვანელობა ფიქრობს დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ეს სურვილი. ამავდროულად, მამა მირიანმა, წუხილი გამოთქვა, რომ მცირე დაფინანსების გამო ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ფერწერის სახელოსნოს სრულყოფილი რემონტი და მისი აღჭურვა სათანადო მასალით.
ბავშვებს და მათ პედაგოგს წინ დიდი გეგმები და იმედები აქვთ. ამჟამად მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები გააგზავნეს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავთან დაკავშირებით ბავშვთა ნახატების კონკურსზე: „მე ვხედავ მზეს“ (საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი).
დიდი მხატვარი, პაბლო პიკასო ამბობდა: „ხელოვნება რეცხავს და აშორებს სულს ყოველგვარ სიბინძურესა და ჭუჭყს“,
დიახ, მართლაც ასეა. ვათვალიერებდით ამ გამოფენას და ისევ პიკასოს სიტყვები გაგვახსენდა: „ყველა ბავშვი ხელოვანია,მაგრამ მთავარია ამ ნიჭიდან გარკვეული ნაწილი შემორჩეს მას როცა გაიზრდება“. ამინ! ამინ! ამინ!



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613870 
დღეს: 223 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.