Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა

2013 წლის 10 ივნისს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის დაბადებიდან 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
სულ სამიოდე წელია, რაც სკოლა-პანსიონში მოსწავლეები ეუფლებიან ვიოლინოს, ფორტეპიანოს და ხალხურ საკრავების შესწავლის ხელოვნებას (მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი) და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.
ხშირად აწყობენ ლამაზ საღამოებს და კონცერტებს, ასე იყო ამჟამადაც. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში შეიკრიბნენ კლასიკური მუსიკის მოყვარულები, პედაგოგები, მშობლები, მოწვეული სტუმრები.
კონცერტზე მსმენელმა მოისმინა სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები: ბიზე, მერაბიშვილი, კორელი, ჩაიკოვსკი, ბახი, კრიგერი, ბაკლანოვა, თაქთაქიშვილი, სელოვიოვ სედოი, შტეიბელტი, შოლცი, მილორავა, კოჩეგოვი, კაბალევსკი, ბლაგოი, ანდრეევი, დებიუსი, ბუკიაშუმანი, ფორე, ქემიჯი, შემიკო, ტურიაშვილი, ნინო როტა. გენიალური კომპოზიოტრების ნაწარმოებებს ასრულებდნენ მოსწავლეები: მარიამ ირემაძე, ნიკოლოზ ფოჩხიძე, მარიამ მჭედლიძე, ნანუკა ფესტვენიძე, მია, ქობაჩიშვილი, სოფიო ყენია, თემურ კონცელიძე, როსტომ ალთუნაშვილი, ნატალია თექთურმანიძე, ლუკა მუმლაძე, მარიამ სულეიმანაშვილი, დემეტრე ჩხაიძე, ანდრო პირველი, თეონა ბოლქვაძე, გიორგი სამხარაძე, გიგა ყაფლანიშვილი (ფლეიტა), ქეთევან სამხარაძე, დავით ჩაჩუა, თამარ სამხარაძე. ნოდარ ვახტანგიძე.
მსმენელი დაატკბო ქართულ-ხალხურ საკრავთა ჯგუფის მიერ შესრულებულმა მელოდიებმა: კარმენი, ხორუმი-აჭარული, მთიულური მელოდიები, პოპური ქართული კინოფილმებიდან.
კონცერტის დასასრულს, დამსწრეთ სიტყვით მიმართა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მოძღვარმა დალოცა დარბაზში შეკრებილნი და მადლობა გადაუხადა სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორს, თამილა ფოლადიშვილს, პედაგოგებს: ლიალია ბალანჩივაძეს, ეკა სანაძეს, ლელა ქუმსიაშილს, ლიანა სონღულაშვილს, შორენა ებრალიძეს, მალხაზ ქოიავას, მშობლებს, მოწვეულ სტუმრებს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.
ნორჩ მუსიკოსებს მიესალმა, პროფესორი მიხეილ ებრალიძე. მან, აღნიშნა, რომ ის, რაც ამ სამიოდე წლის განმავლობაში, სახელოვნებო მიმართულებით გაკეთდა სკოლა-პანსიონში უდაოდ დიდი მიღწევაა. ჩვენ აქ ვიხილეთ ნიჭიერი ბავშვები, ნიჭიერი შემსრულებლები.
კონცერტს ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს საპატრიარქოდან და ქალაქ თბილისის საკრებულოდან. კონცერტს უძღვებოდა მე-11 კლასის მოსწავლე, ქეთევან სამხარაძე.
კონცერტზე იმყოფებოდნენ: დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარში, მაყვალა ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613862 
დღეს: 215 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.