Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ განხილვა გაიმართა

2013 წლის 4 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, წიგნის კვირეულის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკის ინიციატივით (ბიბლიოთეკარი, მარინა ჯიჯავაძე) გაიმათა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ განხილვა.
სკოლა-პანსიონში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობის, წიგნით დაინტერესების საკითხს. ამ მიმართულებით ხშირად ეწყობა სხვადასხვა ნაწარმოებთა განხილვები, ვიქტორინები, კითვა-პასუხის საღამოები.
მიმდინარე წელს სრულდება, დიდი ქართელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების 85 წლისთავი. ნოდარ დუმბაძე ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა უსაყვარლესი მწერალია.
სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკაში შეკრებილმა, წმიდა ნინოს სახელობის მე-5ა კლასის (დამრიგებელი, მარინა გოგუაძე) მოსწავლეებმა, მიმოიხილეს მწერლის ბიოგრაფია, განიხილეს ნაწარმოების დედააზრი. მართლაც, ვინ არ აუღელვებია პატარა ბერძენი ბიჭუნას ნაღვლიან ისტორიას, აშკარად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომა, თხრობის ლირიზმი და განუმეორებელი იუმორი. მწერლის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად „ჰელადოსი“ შეიძლბა ვიგულისხმოთ გურამ ასათიანის მიმართვაში ნოდარ დუმბაძის მიმართ, როცა ამბობს მწერალზე: „ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“.ბავშვებმა ისაუბრეს მთავარი პერსონაჟების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
განხილვაში მონაწილეობდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საზაფხულო არდადეგებზე წაიკითხონ ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი ნაწარმოები, „მე ვხედავ მზეს“ და სასწავლო პროცესისი განახლების შემდეგ მოაწყონ განხილვა.



   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613845 
დღეს: 198 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.