Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში მე-3გ კლასის მოსწავლეთა ღონისძიება გაიმართა

2013 წლის 4 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ კლასის (დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება: „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“.
თავდაპირველად დარბაზში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს მიესალმა კლასის დამრიგებელი, ნინო ტაბატაძე.
დარბაზი თბილისური სურნელით იყო გაჯერებული. კედლებიდან ულამაზესი თბილისური ხედები იშლებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველ პოეტთა ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა თბილისს, მის კოლორიტულ უბნებსა და გმირულ წარსულს. მათ წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილისა და ირაკლი აბაშიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსები. შეასრულეს ის პოპულარული სიმღერები, რომლებიც ეძღვნება ჩვენს დედაქალაქს – თბილისს. თბილისი ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ხალხის ისტორიასთან. აქ წყდებოდა ქართველის ბედი, აქ ყველაზე მძლავრად იგრძნობოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, თბილისსაც მრავალი განსაცდელი დასტყდომია თავს. არაერთგზის აოხრებულა, მიტაცებულა და დანგრეულა, მაგრამ კვლავ აღმდგარა და გაძლიერებულა.
ეს ყველაფერი მოსწავლეებმა კვლავ გააცოცხლეს დამსწრე საზოგადოების წინაშე. თითოეულ მათგანის თვალებში იგრძნობოდა დიდი სიყვარული, სითბო.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სლაიდ-შოუ, რომელშიც ასახული იყო მოსწავლეთა მოგზაურობა ქალაქ თბილისში.
საღამოს დასრულება არავის სურდა, არც მოსწავლეებს და არც მაყურებელს. დრომ სასიამოვნოდ სწრაფად გაიარა.
დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ნინო ტაბატაძეს, გალობის პედაგოგს, ლელა ხომასურიძეს საიკეთესო საღამოს გამართვისათვის და წარმატებები უსურვა თითოეულ მოსწავლეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, საზოგადოებასთან ურთიერტობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, განათლების ხარისხის მართვის და საქმის წარმოების სპეციალისტი, მარინა გოგოლაძე.
მადლობას ვუხდით პროფესიული განათლების პედაგოგს, გია ალუღიშვილს დახმარებისათვის.



      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613116 
დღეს: 111 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.