Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-2 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე - ვარიანსა და უფლისციხეში

2013 წლის 4 ივნისს, საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის მე-2ბ კლასის (დამრიგებელი, მადონა ვარდოშვილი) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით, მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და მოილოცეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მნიშვნელოვანი კოლექცია: საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წ.წ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, წიგნადი ფონდი; მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ელ. ახვლედიანის, ვ. ჭანკვეტაძის, რ. კეჭაყმაძის, ი. გოგოლაშვილის, მ. გეწაძის, ბ. მანაგაძის და სხვათა ფერწერული ტილოები, ფოტო და დოკუმენტური მასალა. გიდი ესაუბრა ბავშვებს დიდი იაკობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. საინტერესოდ მოუთხრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მწერლის ბავშვობიდან.
შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ უფლისციხისაკენ მიმავალი მოსწავლეები. საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯი. ამათგან ყველაზე უძველესი უფლისციხეა. აქ არის როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
ამ დიდებულების დათვალიერებისას თან გდევს მურმან ლებანიძის სიმღეარდ ქცეული უკვდავი სტრიქონები: „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!“
დიახ, ამ სილამაზის, მრავლისმთქმელი ისტორიის ზიარების შემდეგ, არ გსურს, რომ სხვა იყოს შენი სამშობლო!!!
მოსწავლეებს პედაგოგები დეტალურად აღუწერდნენ თითოეული ტაძრისა თუ შენობა-ნაგებობის ისტრიას, მოუთხრობდნენ ლეგენდებს...
ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები: მადონა ვარდოშვილი და იოსებ აფაქიძე.



      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613116 
დღეს: 111 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.