Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

„იყო და არა იყო რა“ - სკოლა-პანსიონის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს

2013 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ კლასის (დამრიგებელი, ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა, წიგნის კვირეულის ფარგლებში და ოთხი კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით გამართეს ღონისძიება: „იყო და არა იყო რა“.
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი პედაგოგების, მშობლების და მოსწავლეების წინაშე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონები და ბიჭები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგენენ. პატარებმა მაყურებელს აჩუქეს ლამაზი სიმღერებით აჟღერებული, სულის სიღრმიდან ამოსული საღამო. გულში ჩამწვდომი იყო თითოეული მათ მიერ წაკითხული ლექსი, რომლებსაც ემოციით და სიყვარულით გადმოსცემდნენ. მართლაც, როგორ გაზრდილან და რამდენი ცოდნა დაუგროვებიათ ოთხი წლის განმავლობაში. „იყო და არა იყო რა“, მართლაც ლამაზი, პატარა ზღაპარივით გაირბინა ამ ოთხმა წელიწადმა.
ისინი ბელა მასწავლებელთან ერთად გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ და უკვე მზად არიან ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
დამსწრეთ სიტყვით მიმართა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ. მან მადლობა გადაუხადა დამრიგებელს, ბელა ოქრიაშვილს, გალობის პედაგოგს, ლელა ხომასურიძეს და მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებისათვის. აღნიშნა, რომ ამ სკოლა-პანსიონში სწავლით კიდევ უფრო მეტ ცოდნას და სულიერ საზრდოს დააგროვებენ მოსწავლეები, რომელსაც შემდგომ, უფლის ნებით, ქვეყნის სიძლიერეს და გამთლიანებას მოახმარენ.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებს სიურპრიზიც ელოდათ. ბავშვებმა მათ სიმღერა მიუძღვნეს (ტექსტის და მუსიკის ავტორი, ლელა ხომასურიძე).



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613115 
დღეს: 110 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.