Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მესხეთის სიწმიდეები მოილოცეს

2013 წლის 2 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მე-9ბ კლასის (დამრიგებელი, ირაკლი გულედანი) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს საფარას სამონასტრო კომპლექსი და დაათვალიერეს ახალციხის განახლებული რაბათი.
მოსწავლეებმა მოილოცეს საფარას ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი. საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში ერთი მხრივ ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად გვევლინება. მოსწავლეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სამონასტრო კომპლექსის ადგილმდებარეობამ, თვალწარმტაცმა ბუნებამ. საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სადაც მოსწავლეებმა იგალობეს.
ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახალციხის განახლებული რაბათი.
თითოეული სიწმიდის განუზომელობასა და უნიკალურობაზე დეტალურად ესაუბრნენ პედაგოგები მოსწავლეებს. მათ ეკქსურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს ემახსოვრებათ.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და ბავშებს მეგზურობას უწევდნენ, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, დამრიგებელი, ირაგლი გულედანი და საღვთო სჯულის პედაგოგი, იოსებ აფაქიძე.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613114 
დღეს: 109 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.