Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად

2013 წლის 1 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მე-10ა კლასის (დამრიგებელი, ლელა ჯანაშვილი) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ფარავნის ტბის, ვარძიის და რაბათის მოსანახულებლად.
მოსწავლეებმა თავდაპირველად ფარავნის ტბა მოინახულეს.მოილოცეს წმიდა ნინოს სახელობის ფოკას მონასტერი. აღსანიშნავია, რომ 1 ივნისი, ფარავნის ტბის მახლობელ სოფელ ფოკაში განსაკუთრებით აღინიშნება. ეს დღე ხომ წმიდა ნინო განმანათლების შემობრძანების დღეა საქართველოში. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე.
მოსწავლეები გაეშურნენ ვარძიაში, სადაც ნახეს კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქი. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორჩენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა.
ვარძიის შემდეგ განახლებული რაბათი დაათვალიერეს, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები.

პედაგოგები ესაუბრნენ მოსწავლეებს ღირსშესანიშაობების ისტორიასა და მნიშვნელობაზე. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები: ლელა ჯანაშილი, იოსებ აფაქიძე, ვიქტორია ხასიევა.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613898 
დღეს: 251 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.