Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავვლეები ექსკურსიაზე - სამცხე-ჯავახეთში

2013 წლის 1 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეტილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მე-10ბ კლასის (დამრიგებელი, თამარ მიქავა) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შემდგომი მარშუტით: ბორჯომი-მწვანე მონასტერი, ბორჯომპარკი, ახალციხის განახლებული რაბათი, საფარა, ჭულე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბორჯომპარკი და მოილოცეს მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელჩითახევში. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელისმოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
ახალციხეში დაათვალიერეს განახლებული რაბათი, მოილოცეს საფარას სამონასტრო კომპლექსი, იგალობეს. საფარას მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, გარშემო გალავანი ერტყა. XVI საუკუნეში მიტოვებული მონასტერი XIX საუკუნეში რუსმა ბერებმა განაახლეს, ზოგი რამ ააშენეს, შეაკეთეს ან გადააკეთეს, რამაც პირვანდელი იერსახის ცვლილება გამოიწვია.
ბოლოს მოილოცეს ჭულეს წმიდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. მოსწავლეები კარგი შთაბეჭდილებებით, მადლმოსილნი დაბრუნდნენ ექსკურსიიდან.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებიდნენ პედაგოგები: თამარ მიქავა, გიორგი მაჭარაშვილი, ხათუნა შუშანაშვილი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613185 
დღეს: 180 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.