Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები - „მხიარულ სტარტებში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშებთან ერთად

2013 წლის 1 ივნისს, საქართველოში წმიდა ნინოს შემობრძანების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის , დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობას ღებულობდნენ „მხიარული სტარტებში“, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
ბავშთა დაცვის დღე, 1 ივნისი, უკვე დიდი ხანია აღინიშნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მათ შორის ჩვენთანაც. „ევროპის სპორტის ქარტიაში“ აღნიშნულია: „სპორტი გულისხმობს თავისუფალი ან ორგანიზებული სახით ფიზიკური საქმიანობის ყველა ფორმას, რომლის მიზანია ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, სოციალური ურთიერთობების განვითარება ან ყველა დონის შეჯიბრებებზე შედეგების მიღწევა“.
„მხიარულ სტარტებში“ ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის საჯარო და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად.
შეხვედრა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. საბოლოო გაიმარჯვება მეგობრობამ მოიპოვა ერთადერთი პრინციპით - უფრო მნიშვნელოვანია მონაწილეობა, ვიდრე შედეგი.
ბოლოს „მხიარული სტარტების“ მოსწავლეები მაკდონალდსის ცენტრში მიიპატიჟეს, სადაც კარგად გაერთნენ.
„მხიარულ სტარტებს“ ესწრებოდნენ და მოსწავლეებს გულშემატკივრობდნენ: დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები.
სკოლა-პანსიონი მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს, დავით უნგიაძეს ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისათვის.
კიდევ ერთხელ მსოფლიოს ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. სითბო, სიყვარული და სიკეთე არ მოკლებოდეთ მათ.



      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613176 
დღეს: 171 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.