Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის Iა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მცხეთის სიწმიდეების მოსალოცად

2013 წლის 26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის Iა კლასის (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მარშუტით: ჯვარი-სვეტიცხოველი-სამთავრო-შიომღვიმე.
მოილოცეს მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. ჯვრის მონასტრიდან კარგად მოჩანს ძველი დედაქალაქი - მცხეთა, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს.
სვეტიცხოველში ბავშვებმა მოილოცეს მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდე. სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, წმიდა გაბრიელის საფლავი. მამა გაბრიელის ლოცვა მიუძღოდათ შიომღვიმისაკენ მიმავალთ. ინტერესით დაათვალიერეს შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი. მოილოცეს წმიდა შიოს საფლავი. ბერებმა დალოცეს მოსწავლეები. ბავშვებმა იგალობეს. პედაგოგები ესაუბრნენ მოსწავლეებს მოლოცვილი სიწმიდეების ისტორიაზე, მათ მნიშვნელობაზე.
ბოლოს პატარები კარგად გაერთნენ.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები: თინათინ ბლიაძე, ბელა ოქრიაშვილი და მოსწავლეთა მშობლები.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.