Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა ნეკრესი და გრემი მოილოცეს

2013 წლის 30 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა არჩილ და ლუარსაბის სახელობის მე-11ბ კლასის (დამრიგებელი, ნანა (ციცინო) ანთაძე) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და თანხლებით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე საქართველოს ერთერთ ულამაზეს და ისტორიულ კუთხეში კახეტში, სადაც მოილოცეს ნეკრესისა და გრემის სამონასტრო კომპლექსები.
მოსწავლებმა თავდაპირველად ნეკლესის სამონასტრო კომპლექსი მოილოცეს. მოიხიბლნენ ტაძრის ადგილმდებარეობით, მისი სილამაზით. ნეკრესის მთაზე, მწვანეში ჩაფლული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, თამამად გათქმევინებს, რომ ეს არის ქვაში გადმოცემული ქართული ლეგენდა. მოსწავლეებმა მოინახუეს დიდი და მნიშვნელოვანი, სასულიერო და საგანმანათლებლო კერები: ადრეული IV საუკუნის სამლოცველო, სამეკლესიანი ბაზილიკა (VI-VIIსს.), გუმბათიანი ეკლესია (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლე (IX ს.) კოშკი (XVI ს.) მარანი, რამდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთი, სატრაპეზო, მცირე სამლოცველოები და სხვა.
საღვთო სჯულის პედაგოგებმა იოსებ აფაქიძემ და ნანა ანთაძემ დეტალურად ისაუბრეს მონასტრის ისტროიული მნიშვნელობის რამდენიმე ფაქტორზე: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან (აბიბოსი ერთი "ასურელი მამათაგანია". აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა. მან სპარსელთა ღმერთი - ცეცხლი შეურაცხყო: - "დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა", რის გამოც შეიპყრეს აბიბოსი და მიჰგვარეს მარზპანს, მაგრამ იგი არც მარზპანს შეუშინდა, ამიტომ "ქვით განტვნეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა").
მადლმოსილნი, ნეკრესიდან ფეხით გამოემართნენე, გაზად ულამაზესი ალაზნის ველი ატკბობდათ თავისი მშვენიერებითა და უკიდეგანო სივრცეებით:
„ვხედავ, ვხედავ ალაზნის ველს,
ჩემს მკლავებში შემოცურდა!
მინდა სიტყვა მოვირთველო,
ისიც, ვიცი, იალმასებს;
რომ ვახარო საქართველოს
მე კახეთის სილამაზე...“
შემდეგ გრემისკენ გაემართნენ. მოსწავლეები აღტაცებაში მოიყვანა მთასთან შერწყმულმა ანსამბლმა, მისმა მრავლისმთქმელმა კომპოზიციამ, აქ თითქოს ანგელოზთა დასის მადლი გეფრქვევა ზეციდან და უხილავად ეზიარები უდიდეს ქართულ სიწმიდეს.
ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: “საბუი-გრემის… წყალზედ (იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ესე მეფე ლევან დაფლული მას შინა”.
ბავშვები გახარებულები და კმაყოფილნი იყვნენ უდიდესი სიწმიდეების მოლოცვით... მადლიერებას, პატივისცემას და სიყვარულს დაინახავდით დამრიგებლის, ნანა ანთაძის, (ფოფოდია) მიმართ თითოეულ მოსწავლეში.
სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღის დასასრულს, ყველა ერთად მიუსხდა კახეთის ამწვანებულ, ხელისგულივით გაშლილ მინდორში გაშლილ ტრაპეზს და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შემდეგ კარგადაც მოილხინეს: ცეკვა, თამაში, სიმღერა, ხელოვნების ნიჭით დაუჯილდოებია უფალს მე-11ბ კლასის თითქმის ყველა მოსწავლე.

ბოლოს, დაათვალიერეს კურორტი ყვარლის უმშვენიერესი ტბა, რომელიც მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე შემობურვია საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ყოველივე ეს სულს ამშვიდებს და გულს ახარებს.

ლამაზი შთაბეჭდილებეით დატვირთულნი დაბრუნდნენ ექსკურსიიდან, დადებითი ემოციებით აღვსილნი, რომელიც დიდიხანს გაყვებათ ცხოვრების მეგზურად ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს!!!



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613872 
დღეს: 225 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.