Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-11ა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ქუთაისსა და რაჭაში

2013 წლის 25-26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის მე-11ა კლასის (დამრიგებელი, ზურაბ გოგოლაძე) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოაწყვეს ექსკურსია ქუთაისისა და რაჭის სიწმიდეების მოსალოცად.
ქუთაისი... საქართველოს უმშვენიერესი ქალაქი. ის მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიგს განეკუთვნება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას „მინოსის ხანას“ (ძვ.წ. მე-17-15სს) აკუთვნებს. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც, ქუთაისი ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.
მოსწავლეებმა, უპირველესად განახლებული ბაგრატის ტაძარი მოილოცეს და მართლაც, თუ გინდა ქუთაისი მთლიანად დაინახოთ, ბაგრატის ტაძარიდან უნდა გადმოიხედო. იქიდან მშვენივრად მოჩანს კავკასიონის შორეული ქედი და იქვე გაწოლილი „ხვამლის“ ულამაზესი მთა. ორად გაპობილ ხეობაში მძლავრად მოედინება მდინარე რიონი.
---
მოილოცეს გელათის (სიტყვა “გელათი” უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ - ანუ „გენა“, რაც ნიშნავს შობას. აქედან გადმოვიდა ქართულში სახეცვლილებით - „გენეტოს“, შემდეგ კი იცვალა სახე ამგვარად - „გაენატოს“. და ვიცით, რომ დღეს ქუთათური მღვდელმთავარი ატარებს გაენათელის ტიტულს - ქუთათელ-გაენათელი. „გაენათი“ წამოსულია „გენა“-დან და პირდაპირ უკავშირდება ღვთისმშობლის შობას) სამონასტრო კომპლექსი: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო და მოინახულეს აკადემია, გალავანი. პატივი მიაგეს გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“, გაიხსენეს ანა კალანდაძის მშვენიერი ლექსი: „ფეხი დამადგით“...) დაკრძალულ მეფე დავით აღმაშენებელს. აგრეთვე, აქ განსვენებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველს, გიორგი მესამეს, იმერეთის მეფეებს ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
მოსწავლეებმა ქუთაისიდან გამოიარეს სოფელ მოწამეთაში, სადაც ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი, რომელიც ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავისი წარმტაცი, ხატოვანი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა მოსწავლეებზე.
დადებითი ემოციებით აღვსილნი მოსწავლეები იმერეთიდან საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი კუთხის, რაჭის მოსანახულებლად გაეშურნენ. გზად მიმავალთ მურმან ლებანიძის უკვდავი სტრიქონები უწევდათ მეგზურობას:
„ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი სერს სქვემოთ ქვემო რაჭაა;
მე თვითონ ზემო რაჭველი გეტყვი:-ისაა რაცაა
ვაზი ვაზს გადაჰკონია,იქ-ხვავია და კრიხია,
იქ, წესთან, ბარაკონია,იქ-კვიტაშვილის ციხეა
იქ-პური ცხვია თონეზე;იქ-ხვანჭკარაა პაწია,
ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე სალაპარაკოდ გვაქცია.
იქ-ნიკორწმინდა მღერის ცად,სხვა კოშკი-სხვა ნაპირზეა..
.იქ-ქვემო რაჭის ერისთვად ავთანდილ შარაბიძეა“.
წინ კიდევ უფრო ბევრი სიწმიდეები უხმობდნენ. მოილოცეს და უდიდესი მადლი მიიღეს ბარაკონის წმიდა გიორგის სამონასტრო კომპლექსა და დიდებულ ნიკორწმინაში.
ნიკორწმინდას სიდიადე მართლაც დააჩოქებს და ქართული ხუროთმოძღვრების სადიდებლად განაწყობს მნახველს, არა მარტო ქართველს, არამედ ყოველი კულტურული ქვეყნის ადამიანს. იგი ყოველთვის იზიდავდა დამთვალიერებლებს და განცვიფრებაში მოჰყავდა კვლევარ-მოგზაურები. თუმცა წაკითხული და მოსმენილი ვერ გვეტყვის იმდენს, რამდენსაც თვით ტაძარი გვაგრძნობინებს ადგილზე ხილვისას.
მოსწავლეებმა გაიხსენეს გალაკტიონის „ქებათა ქება“ და მათ კიდევ ერთხელ მიუძღვნეს ეს მშვენიერი სტრიქონები ნიკორწმინდას:
„ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!“
მიუხედავად წვიმიანი დღეებისა, მოსწავლეებმა უდიდესი სიამოვნება განიცადეს უძველესი ქართული კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის მონახულებისა და გაცნობის შემდეგ. პედაგოგები დაწვრილებით მოუთხრობდნენ მათ თითქმის ყველა ტაძრის, კუტურული ძეგლის მნიშვნელობაზე, მათ სიდიადესა და ისტორიაზე.
საღამოს კი ყველა კოცონთან შეიკრიბა, სადაც კარგად მოილხინეს, გაიმართა ცეკვა-თამაში, მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს სამშობლოზე, სიყვარულზე, სარწმუნობზე, სიკეთესა და ბედნიერებაზე...
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ: სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე და პედაგოგები: სოსო (იოსებ) აფაქიძე, გაიოზ ზანდარაშვილი, შორენა ჯაფარიძე.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613161 
დღეს: 156 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.