Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის Iბ კლასის მოსწავლეებმა მცხეთის სიწმიდეები და შიომღვიმე მოილოცეს

2013 წლის 25 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დავით გარეჯელის სახელობის Iბ (დამრიგებელი, ნინო ჩუბინიძე) კლასის მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს სვეტიცხობველი და შიომღვიმე.
პირველკლასელი მოსწავლეებისათვის ეს პირველი გასვლითი ექსკურსია იყო. მოსწავლეებმა პირველად მოილოცეს სვეტიცხოველი. პედაგოგი მათ ესაუბრა სვეტიცხოველის ისტორიაზე.“მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველისმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება,” – აღნიშნავდა დიდი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი. სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
დიდებული ისტორის გაცნობის და სიწმიდეების მოლოცვის შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს შეიომღვიმეში, სადაც მოილოცეს უამრავი სიწმიდე და მოინახულეს წმიდა შიოს საფლავი.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ მეგზურობას უწევდნენ პედაგოგები: ნინო ჩუბინიძე და ინგა ჩადუნელი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613140 
დღეს: 135 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.