Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა, თანამშრომლებმა მოილოცეს მცხეთის სიწმიდეები და წმიდა სპირიდონის ხელის მტევანი

2013 წლის 27 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პნსიონის პედაგოგებმა, თანამშრომლებმა და მოსწავლეთა ჯგუფმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და თანხლებით მოილოცეს სვეტიცხოვლის სიწმიდეები და სიონის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმიდა სპირიდონ ტრიმუფიტელის წმიდა ნაწილი.

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი მონაწილეობდა ნიკეის საეკლესიო კრებაში. წმინდანის სხეული დღემდე უხრწნელად არის შემონახული. 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში უხრწნელად ინახება.


24 მაისს, საქართველოში საბერძნეთიდან, კუნძულ კურფუზე არსებული მონასტრიდან, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი ჩამოაბრძანეს. წმინდა სპირიდონის ხელის მტევანი 25-26 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში იყო დაბრძანებული, შემდეგ სვეტიცხოველში, ამჟამად კი სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა და თანამშრომლებმა დიდი მადლი მიიღეს. სიონის საკათედრო ტაძრიდან სიწმინდეს თერჯოლასა და კახეთში წააბრძანებენ. სიწმინდე საქართველოს 2 ივნისს დატოვებს.
წმიდა სპირიდონს განსაკუთრებით მატერიალური შეჭირვების ჟამს მიმართავენ და მაშინვე იღებენ შეწევნას - წმინდა სპირიდონი მათ ზუსტად იმდენს აძლევს, რამდენიც იმ წუთშია მათთვის საჭირო - არც მეტს და არც ნაკლებს. ასე გრძელდება უკვე 18 საუკუნეა.
ღმერთმა გაშოროთ შეჭირვება და განსაცდელი. ყველაფერი იოლი დასაძლევია, როდესაც იცი, რომ უფალი არ მიგატოვებს და წმინდა სპირიდონის ლოცვითა და შეწევნით მოგივლენს საშველს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613841 
დღეს: 194 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.