Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის Iგ კლასის მოსწავლეებმა მარტყოფის ღვთაება მოილოცეს

2013 წლის 26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის წმიდა ანტონ მარტყოფელის სახელობის Iგ კლასის (დამრიგებელი, ქეთევან მოსულიშვილი) მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოილოცეს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი.
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. აქ დამკვიდრდა ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
წმიდა ანტონ მარტყოფელის შესახებ ბავშვებმა სათანადოდ იციანი, მათი კლასი ხომ ამ წმიდანის სახელს ატარებს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოილოცესტაძარი,წმიდა ანტონ მარტყოფელის საფლავი. იგალობეს ტაძარდშიწმიდანის ტროპარი. მღვდელ-მონაზვნებმა დიდი სიყვარულით დალოცეს ბავშვები, უსახსოვრეს მათ სამახსოვრო საჩუქრები.
ბავშვები მადლმოსილნი დაუბრუნდნენ თ ვიანთ ოჯახებს. მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა პედაგოგი, ქეთევან მოსულიშვილი.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613115 
დღეს: 110 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.