Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში Iა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება გაიმართა

2013 წლის 24 მაისს, საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა შიო მღვიმელის სახელობის Iა კლასის (დამრიგებელი, თინათინ ბლიაძე) მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით მიგვიწვიეს ღონისძიებაზე: „წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული“.
ემოციის გარეშე ვერ მოუსმენდი ქართულ-ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ომახიანად ყვებოდნენ ლექსებს, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მართლაც, რამდენი რამ შეუსწავლიათ ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ გაზრდილან, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, სულიერად, „დავაჟკაცებულან“. მათი საფიცარი „ენა, მამული და სარწმუნოებაა“.
„იდიდე წიგნო, იდიდე,
ქართული ენის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი,
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო“.
ღონისძიებაში ყველა ბავშვი იყო აქტიურად ჩართული. თითქმის ყველა მღეროდა და ცეკვავდა.
მოსწავლეებს მიესალმა კლასის დამრიგებელი, თინათინ ბლიაძე.
პირველკლასელებს გზა დაულოცა, მხიარული, შინაარსიანი არდადეგების გატარება უსურვა, დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ. მან კმაყოფილება გამოთქვა პედაგოგების: თინათინ ბლიაძის და მაია ნამორაძის საქმიანობის გამო.
სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით სკოლა-პანსიონში ღონისძიებები გრძელდება.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613115 
დღეს: 110 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.